რა მასწავლა პოლონეთმა

მასწავლა პოლონეთმა:

1.     ეგოისტობა და საკუთარი თავის სიყვარული. დავდივარ ქუჩაში და მომწონს ეს საკუთარი თავის ფლობა
2.     მასწავლა თავისუფლების შეგრძნება
3.     ორგანიზებულობა
4.     მაჩვენა ხასიათის მანკიერებებიც, მაგალითად სიზარმაცე, რომელსაც ვებრძვი დაუსრულებლად
5.     გეგმით ცხოვრება
6.     მასწავლა საკუთარი დაბადების დღის სიყვარული, იულია დამეხმარა ამაში.
7.     მასწავლა რომ პოზიტიური აზროვნება და მოვლენების სხვანაირად აღქმა
8.     მასწავლა დისტანციური მეგობრობა. იმის გააზრება რომ დედამიწა ერთი პატარა სამეზობლოა. ადგილი და მანძილი არ განსაღვრავს ადამიანების დაკარგვას ან შენარჩუნებას... ამას განსაზღვრავს სურვილი გინდა თუ არ გინდა ადამიანი.
9.     თავდაჯერებულობა მასწავლა, ან გამიზარდა პოლონეთმა.
10.  ბევრი აკადემიური სტატია და მოვლენა მაჩვენა პოლონეთში ცხოვრებამ.
11. მარტოობიისა და მოწყენილობის დაძლევაც მასწავლა პოლონეთმა.
12. სურვილების გამყარება და რეალიზებისაკენ სწრაფვა მასწავლა....
13. მგონი სიყვარულიც მასწავლა, ნამდვილი, აქამდე არ არსებული და არ დაჯერებული... სულ რაღაც ერთი წლის წინ ხომ ვამტკიცებდი, რომ სიყვარული არა კვატი... ესაა უბრალოდ ორი ადამიანის რაციონალური გადაწყვეტილება... მაგრამ არა, ის გიჟური ელემენტები არასოდეს არ გამიაზრებია რაც ახლა ვიგრძენი ჩემს ზურიკასთან დისტანციური ურთიერთობით...

14. პოლონეთმა რისკი მასწავლა... მყარად სიარული მომავლისკენ... იმდენი ნათელი გეგმა და სურვილი მაქვს, პოლონეთამდე ოცნებადაც არ მქონდა ფინანსურადაც და ასევე მიუწვდომელი სურვილები ხომ ვარდისფერი სათვალის ტარებას ჰგავს, და ცდილობ არ იოცნებო, რომ სათვალის მოხსნამ დიდი ტკივილი არ გამოიწვიოს... ხოდა რასაც ვერც კი ვოცნებობდი ეს მასწავლა, რომ ვიოცნებე და თან რეალიზებაზეც დავიწყე ფიქრი და რაღაცეები ზოგი დიდები და ზოგიც პატარები უკვე რეალიზებულია


Comments