EVERYTHING IN ORDER... 15.08.2015

თითქოს ყველაფერი დალაგდა... მიწყნარდა...დამშვიდდა... ემოციები გვერდით უნდა გადადო და ბედნიერი უნდა იყო... ვუხსნი და ვუმეორებ ჩემს თავს...
დღეს გამომივიდა... ბევრი მიზეზის გამო...
ალბათ იმიტომ, რომ დღეს ძალაინ კარგი დღე მქონდა. საინტერესო იყო პოზნანური დღესასწაულის ხილვაც, სადაც ქართულ სამზარეულოსაც გადავაწყდი.

მართალია, ქართველი მზარეული კაცი იმდენად სიტყვაძუნწი აღმოჩნდა,  ხმა ვერ ამოვაღებინეთ და ენთუზიაზმი მოგვიკლა პირველი ორი სიტყვის შემდეგ, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო ქართული დროშის ხილვა და ერთ ხინკალში დაახლოებით 4  ლარის გადახდა.



ახალი ინტერესები არმოვაჩინე საკუთარ თავში...
მაგალითად აღმოვაჩნე, რომ მინდა წიგნი დავწერო, როცა "დავბერდები'' (მე თვითონ მეცინება ამ ყველაფერზე, მაგრამ რატომაც არა, (Come on... this is my new name in Poznan) თუ წერის ტექნიკა ხელს შემიწყობს...მართალია, ახლა არ გამომდის ისე როგორც მინდა, მაგრამ გამომივა... ხანდახან მავიწყდება, რომ საკუთარ თავს კი არ ველაპარაკები, ბლოგს ვწერ, რომელსაც სხვებიც კითხულობენ და მოსაწყენი არ უნდა იყოს... მაგალითად ახლა... but never mind), რომელსაც ერქმვა "ცხოვრება ყავასთან ერთად" (Life with coffee).

ყავა პოზნანში ხომ ცოტა სხვანაირად ესმით და ამიტომაცაა უფრო მეტად საინტერესო... ყავას რა გემო აქვს თუ " სმეტანამ" არ დალიეეე.... :D :D
სასაცილოა, მაგრამ ყავა ნაყინით და სმეტანით, ყავა შოკოლადით და სმეტანით და კიდევ უამრავი ყავის სახეობა. მთავარი კი ამ ყველაფერში არის " სმეტანომ''. :)


მეორე ინტერესი/ოცნება/სურვილი, რაც ახალი არაა და დიდი ხანია არსებობს  და უბრალოდ ახლა გაცოცხდა არის - საკუთარი კაფე, ლამაზი, საყვარელი, გემოვნებიანი, განსხვავებული...
მაგალითად დღევანდელი კაფე, რომელიც ყველა ჩემს კრიტერიუმს, ოცნებაში წარმოდგენილს, აკმაყოფილებს. თანაც ყველა მომსახურე პერსონალი ზუსტად ისეთია,  როგორიც წარმომიდგენია, და რაც მთავარია - კარგი სერვისი.... აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი, შიგნით თუ გარეთ ისე საყვარლად გამოიყურებოდა კაფე "ვერანდა"...


 

 
              ჩემი ყავა "ს სმეტანამ"-ის გარეშე...

 


ცოტა საკვებზეც მინდა გესაუბროთ, ან უბრალოდ სურათები შემოგთავაზოთ.
საკვები გარეთ და საკვები შინ... რატომ დავყავი ორ ნაწილად? საინტერესოა, რომ საკვებმა, კერძებმა ცოტა დანიშნულება შეიცვალა ჩემთვის.

საინტერესო სამზარეულოთი არ გამოირჩევა პოლონეთი ერთი შეხედვით...მაგრამ ჩვენ ვცდილობთ გავამრავალფელოვნოთ სახლში (საერთო საცხოვრებელში) ჩვენი საკვები... თუ როგორ, სურათებით მიხვდებით...
 

 

 
 



















ცნობილი ზაპიკანკა...მკვლელი ულუფა, განსაკუთრებული მოთხოვნების მქონე მომხმარებლისთვის:

 



Comments

  1. ისე გემრიელად აღწერე საკუთარი კაფე, რომ მეც მომინდა, მიუხედავად იმისა, რომ სხვა დროს აზრადაც არ მომსვლია :)))

    ReplyDelete
    Replies
    1. ქალბატონო ირინა, ამ ოცნებას ავისრულებ და თქვენ განსაკუთრებული სტუმარი იქნებით... საინტერესო და სასიამოვნო მოგონებებით ყავასთან ერთად....

      Delete
  2. ნინააა, დღეს უკვე მეორე სიტყვას გასწავლი პოლონურად :P Smietanka - არის ნაღები :))))) ასე როოომ :))))))
    პირველი რა იყო გახსოვს? :P (თუ კი, მაშინ პასუხად გამოდგებაა)

    ReplyDelete
    Replies
    1. na pewno maro, na pewno!!! :*

      Delete

Post a Comment