ვაიმე, ვაიმე (In English: WOW, WOW)... გრძელი და ემოციური დღე იყო... საიდან დავიწყო? ხოო... შევხვდი ორ ქართველ გოგონას, ისინი უკვე ორი წელია პოზნანში ცხოვრობენ. ერთი პოლიტიკური მეცნიერების და მეორე განათლების ფაკულტეტის სტუდენტია... ბევრი საჭირო ინფორმაცია გამიზიარეს, რაც უნივერსიტეტის თავისებურებებს შეეხება. მათ შორის კულუარული ინფოებიც... მერე სავაჭრო ცენტრის პრეზენტაციაც მოაწყვეს და ერთად ვიბოდიალეთ ცენტრ "მალტაში". შიგნით, არ ვიცი, არაფერი საინტერესო არ იყო, ნუ, "ბრენდებსა" და მაღაზიებს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ გარედან ფრიად საინტერესო იყო... ხალხი ისვენებდა და ტკბებოდა ლამაზი ტბის ხედით.
უკან დაბრუნების შემდეგ, უაზროდ მოშიებულს გზად კარფური გადამეყარა თუ მე გადავეყარე და ეს "პრობლემაც" მოგვარდა... საღამოს გეგმები ჯერ ქალაქის ცენტრში წასვლა იყო, მაგრამ მერე შევცვალეთ (აღმოვაჩინე, ვიღაც რომ მიგეგმავს რაღაცას სულაც არ მსიამოვნებს). ჩემმა მეზობლებმა კამილამ და იულიამ ქალაქში წასვლა გადაწყვიტეს, მე კი მთელი დღე ცენტრში ყოფნის შემდეგ სულ არ მინდოდა ფაბი და ლუდი... ირაკლის აღმოჩენილ მალტას ტბას (დღეს მალტის დღე იყო, სავაჭრო ცენტრი "მალტა", ტბა "მალტა", ეტყობა მალტა და მალტელები ძალიან უყვართ) ვესტუმრეთ. აქვე ჩვენთან ახლოს, სასიამოვნო საღამოც გავატარეთ. ბევრი ვიხუმრეთ და ვიცინეთ. საღამოს ფრაზა იყო "Two be or not to be = two beer(s) or not two beer(s)" ბოლოს აღმოჩნდა, რომ ორი ლუდის, "ყოფნა არ ყოფნის" ამდენი ხსენება სულაც არ იყო საფუძველს მოკლებული... და ასევე ყავაც შემოგვესვა "ს სმეტანამ" :D :D...
არა, ჯერ არ დამისრულებია... კულმინაცია... ისე, ჩემთვის ვფიქრობ, ტალანტების აღმოჩენის ახალი ბლოგი ხომ არ გამეხსნაა? ჰაა? :) აი ერთ-ერთი მათგანი, ხელოვნების დიდოსტატი:
სასიამოვნო დღე, სასიამოვნო დასასრულით...
ღამე მშვიდობის... :)

... ხვალ კი ხუთის ორ წუთზე უნდა ვიყოთ ტრამვაის გაჩერებასთან :)))
ReplyDeleteუიი ხოო, როგორ გამომრჩა :)))
ReplyDeleteნინა, მოგდევ და ვკითხულობ :) ფოტოები და ვიდეო ზალიან მაგარია :)უფრო შთამბეჭდავად ვხედავ და აღვიქვავ.
ReplyDeleteსიამოვნებით მოვისმენდი უნივერსიტეტის ნაკლებ კულვარულ ინფოებს - სპეციფიკაზე, საინტერესო იქნებოდა; კიდევ მინდა გაგვიზიარო - რომ ამბობ კარფურს გადავეყარეო - რა გასინჯე? მოგეწონა თუ არა:)
და კიდევ უფრო დაწვრილებით მინდა მოყვე :) ან ოთახში როგორ მოეწყვე - გვაჩვენე კიდევ ფოტოები <3
მოკლედ, აგედევნე, ფოლოვინგ...
ელე... ოკ... განვრცობასაც შევეცდები...😍😍😍😘
ReplyDelete