არც საინტერესო და მითუმეტეს, არც სასაცილო ამბავი…


ბიბლიოთეკის ბარათი თუ ასე რთული მოსაპოვებელი იქნებოდა არ მიფიქრია
აქ მაცხოვრებელი ქართველები მაფრთხილებდნენ წრეზე იარულს მიეჩვევი და აღარ გაბრაზდებიო. თუ რას ნიშნავს წრეზე სიარული აქვე ნახავთ....

მოკლედ, ერთი კვირის წინ ვიყავი ბიბლიოთეკაში და უკან გამომიშვეს. შენი სტუდენტური ბარათი არ კმარა ბიბლიოთეკაში შესასვლელადკათედრიდან უნდა მოიტანო ცნობა, რომ ნამდვილად ხარ ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის სტუდენტიო...
კარგი...
გადავწყვიტე ვაცნობო კოორდინატორს და იმას მაინც გავიგებ სადაა კათედრა, ან ვის მივმართო.
პირადი საუბრის შემდეგ, წერილი მომწერე არ გამომრჩესო და მივწერე წერილიპასუხად მივიღე, რომ ვიღაც გოგოსთან მივალ და ცნობას მომცემს. აქ იწყება საინტერესო რამ
"ვიღაცგოგომ" უარი თქვა საბუთის გაცემაზეაბსურდია ასეთ რამეს ბიბლიოთეკაში არ მოითხოვდნენო ასე განაცხადა.   კოორდინატორმა გთხოვ, კიდევ ერთხელ მომწერე, დაწვრილებით რა გითხრეს ბიბლიოთეკაშიო.
მეც არ დავიზარე და "ამან ეს თქვა, იმან ეს თქვა" დაწვრილებით მივწერე, შეიძლება ითქვას სიტყვა სიტყვით ორ-სამ წუთიანი დიალოგი... არ იფიქროთ, რომ ცოტაა ორი სამი წუთი საუბარი წერილობითი სახით... :)))

ორი დღის გასვლის შემდეგ ვიღებ საპასუხო წერილს კოორდინატორისგან:
"აააა, ახლა გასაგებია შენი პრობლემა" და გზაც მითხრა, როგორ მოვაგვარო. თურმე, ასე აყალიბებს ჩემი კოორდინატორი, ჩემს სტუდენტურ ბარათს სჭირდება "ლეგიტიმაცია" და თუ ამას უნივერსიტეტის ერთ-ერთ ოთახში მოვაგვარებ ბიბლიოთეკა კარს გამიღებს....
დღეს მივედი ამ ოთახში და ჯერ პოლონურ ენაზე სცადა კამილამ აეხსნა თუ რა გვინდოდა. ბოლოს ვთხოვე ინგლისურად საუბარი ამ ქალბატონს და დაწვრილებით კიდევ ერთხელ მოვყევი ეს ჩემი "სატკივარი". მშვიდად მითხრა ამ ქალმა, რომ ამ ჯანდაბა ლეგიტიმაციისთვის, მჭირდება ჩემი სურათი და განაცხადი უნივერსიტეტის გვერდზე. რათა ავიღო სტუდენტური ბარათი.

 მე უკვე აღარ ვუსმენ ამ ქალს და ჩანთაში ვიქექები, იმიტომ რომ მაქვსსს ეს ჯანდაბა სტუდენტური ბარათი, ჯერ კიდევ საქართველოში ვიყავი, რომ გავაკეთე ეს განაცხადი, აქ რომ ჩამოვედი მზად დამხვდა.
ამოვიღე ეს მწვანე ბარათი და ვაძლევ,
- ქალბატონო, თუ ამის განაცხადს გულისხმობთ, მაქვს უკვე და გთხოვთ მიანიჭოთ "ლეგიტიმაცია". (რა ჯანდაბაა ეს ლეგიტიმაციააა ღმერთმა იცის...)
 გაოცებული და გაფართოვებული თვალებით მიყურებს.
თუ  გაქვს აბა რაღა გინდა???????? და.....
რა მინდა? :)))) ბიბლიოთეკაში არ მიშვებენ იმიტომ რომ კათედრიდან ცნობა სჭირდებათ...
აააააა ხოოოო.... აცხადებს ქალბატონიი... მართალი ხარ ბიბლიოთეკას თავის წესები აქვს და სჭირდება. თითქოს აქამდე სხვა რამეს ვითხოვდი... :(
-....
შეგიძლიათ მომცეთ ეს ცნობა? უკვე დაძაბული ხმით შეშინებული ვეკითხები.
არა.  ამბობს მშვიდად ქალბატონი
- რატომ? - ვინტერესდები მე.
უნდა მომიტანო სია შენი კათედრიდან ყველა სტუდენტის და გავამზადებ ერთიან სიას და წაიღებ ბიბლიოთეკაში. - გაღიმებული სახით მიცხადებს სასიამოვნო ქალბატონი.
აჰაა, ოკ. ოკ მადლობა, თითქოს ახალი მითხრა რამე და ამით არ დავიწყე....("ბარძო, პროშე" არ დავაკელი და გამოვედი ოთახიდან).

ყინული დაიძრა, მგონი ვიპოვე ადამიანი...
მაგრამ წრეზე ვტრიალებ. ერთი მეუბნება ეს არ ქნა ამასთან წადი, მივდივარ იმ მეორესთან და მეუბნება, ისევ უკან დაბრუნდი და ეს მომიტანე.... "რწყილი და ჭიანჭველა" ნეტა იციანთუ მე დამავიწყდა და გამოდის ამათ ჩემზე უკეთ იციან?....

ახლა უნდა მივწერო ისევ კოორდინატორს, რომ მომცეს ეს სია, თუ აქვს და ისევ სხვაგან არ გამიშვა. მერე ეს სია მივუტანო ამ უცნაურ ოთახში მჯდომ ქალბატონს, რომელიც შეძლებს ცნობის დაწერას, რომ მე მართლა ვარ ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის სტუდენტი.

მაგრამ "სუნი მცემს" აქ არ მთავრდება ეს ამბავი. რა მოხდება ბიბლიოთეკაში ღმერთმა იცის.... მიიღებენ ამ ცნობას, ან ეს ცნობა სწორი აღმოჩნდება?
თუ სადმე რამე წერტილი არასწორია, ისევ თავიდან დაიწყება წრეზე სირბილი. :)
გავიდა ორი თვე და ბიბლიოთეკაში ვერ შევაღწიე....

უფფფ ახლა ისევ ვიკლავ თავს, თითქოს იქ, ბიბლიოთეკაში,  უნდა ვათენო და ვაღამო, მაგრამ მინდა ვააააააა..... :)))))
გაგრძელება იქნება, იმედი მაქვს დასასრული.... :))))

Comments

  1. კარგად გავხალისდი.. შენა და, შეაღწიე ბიბლიოთეკაში? თუ ვერა, მე უნდა გამოგყვე და ცნობების გარეშე უნდა დაგატკბო მაგ ბედნიერებით :))))))))))))

    ReplyDelete
    Replies
    1. კი მარიამ, შევაღწიე დიდი "შრომის" შემდეგ....

      Delete
    2. ეჰ, არადა მინდოდა ჩემს თვალწინ მომხდარიყო ეგ ამბავი :))))))

      Delete

Post a Comment