რა მაგარია, რომ გოგო ხარ და თანაც "fake" ქერა!

როცა რაღაც გულით გინდა აუცილებლად გამოვა, მაგრამ "სირთულეებისა" და სისულეებისთვისაც მზად უნდა იყო!

ერთი კვირის წინ შეკვეთილი 2 ნივთი - RX 470 Graphic Cards მაღაზიაში მელოდება. ჯერ ბოლომდე არ მჯერა რომ ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ამ ნივთებზე განსაკუთრებული ნადირობაა მთელს მსოფლიოში, მაგრამ მესიჯი ასე ამბობს. ორშაბათამდე მომიწევს ლოდინი და მერე უბრალდ მისვლა და ყიდვაა საკმარისი.

ასეა ნორმალურ სიტუაციაში... ხოდა ვნახოთ რა ხდება უჩვეულო სიტუაციაში... :)))


მიდიხარ მაღაზიაში, აჩვენებ შეკვეთის ნომერს, პასპორტს და გამყიდველის პირველი ფრაზაა "it's quite impressive"... მე შიშით არ ვეკითხები რა არის ასე შთამბეჭდავი, იმიტომ რომ ჯერ  კიდევ მეშინია ჩემი შეკვეთის რეალურობის. ტიპი გადის საწყობში და ერთ წუთში საწყობიდან ბრინდება ორი, საშუალო ზომის ყუთით... ახლა უკვე მჯერა, რომ ეს ისაა, რასაც ასე ველოდები :)))

შემდეგი ჩემი მოთხოვნაა,  Tax Free doc. გამიმზადოს, რომ იქნებ მოვახერხო და საზღვარზე დამიბრუნონ 23 % საშემოსავლო გადასახადის, რაც დაახლოებით 100 ევროს შეადგენს... არც ისე ცოტა თანხაა... და დამეთანხმებით რომ ღირს ამაზე ფიქრი და "ჩალიჩიც".  ნუ პრინციპში, მე რას ვჩალიჩობ -  ვლაპარაკობ და ეს კონსულტანტი ტიპი "ჩალიჩობს" (ვერ გაერკვა ჩემს პასპორტში. ხან პირადი ნომერი ვერ იპოვა და ხან პასპორტის ნომერი)...

ამასობაში აღმოჩნდა, რომ ბარათით ვერ გადავიხდი, იმიტომ რომ ზედმეტის გადახდა მომიწევს... მივდივარ უახლოეს ბანკომატთან და თანხა 2150 ზლოტი ვერ გამომაქვს. ვუბრუნდები კონსულტანტს და ღიმილით ვეუბნები, რომ თანხა ვერ გამოვიტანე, პასპორტს დაგიტოვებ და დავბრუნდები მალეთქო. თავს მიქნევს ღიმილით და ვტოვებ მაღაზიას.  ვეძებ უახლოეს WBK ბანკის ბანკომატს (ვიფიქრე ალბათ იმიტომ ვერ გამოვიტანე, რომ სხვა ბანკის ბანკომატი იყო-თქო).
ვიპოვე, გამოვიტანე 2000 ზლოტი და ლიმიტი დღევანდელი ამოგეწურაოო... Damn it!
ანუ? ბანკი მინდა, რომ ლიმიტი გავზარდო. შევდივარ უახლოეს ბანკში, ვუხსნი სიტუაციას და პასპორტი არ მაქვს, ვუბრუნდები ჩემს კონსულტანს და ამას ცალკე ვუხსნი, რომ პასპორტი მინდა... ისე არ ვიცი დამიჯერა თუ არა :)))) 
ბანკში ლიმიტს მიზრდიან და გამომაქვვს დანარჩენი თანხაც.
კიდევ ერთხელ ვბრუნდები მარაზიაში, ვიხდი როგორც იქნა თანხას...   უფფფფ ამოვისუნთქე, როგორც იქნა, I did it... :D :D, რა მაგარი ვარ, ორი ნივთი შევიძინე :D :D :D

ყავის დალევა გადავწყვიტე, დავჯექი და ყუთს ვათვალიერებ. Radeon RX470  8GB აწერია, აწერია კიდევ ბევრი სისულელე, რაც არ მესმის, მაგრამ ვიცი, რომ უნდა იყოს 256 ბიტი სადღაც, რაღაც მნიშვნელოვანია ესეც...  ვკითხულობ 64 ბიტი... და წითელი ნათურა ინთება თავში... :))))
სასწრაფოდ პარკში ვაბრუნებ ამ ყუთს და მივემართები მაღაზიისკენ...

შენელებული კადრია მაღაზიაში შესვლამდე: 4-5 ტიპი დგას და ლაპარაკობენ, ორი-სამი ტიპი მხედავს და იმ ჩემს კონსულტანს ანიშნებენ "მოდისო",  ("მწარე მოდის, მწარეეე!!!") სასწრაფოდ იშლება სასტავი და ადგილებს უბრუნდებიან.
მე უკვე მეცინება, მივდივარ ისევ ჩემს კონსულტანთან, რომელთანაც სასიამოვნო საბარი მქონდა საქართველოზეც კი გადახდის მომენტში და ვეუბნები: "მე წარმოდგენა არ მაქვს რას ვყიდულობ, უბრალოდ ვიცი რომ უნდა იყოს 8GB და 256 ბიტი და აქ წერია 64 ბიტი და მე ეს არ შემიკვეთია, გთხოვთ გადაამოწმეთ!" ტიპი მშვიდად ამოწმებს კომპიუტერში მოდელს და მიტრიალებს კომპიუტერს, ალბათ რომ უფრო მეტად დამაჯერებელი იყოს ჩემთვის. მაჩვენებს რომ ისაა რაც მე მინდა და სანერვიულო არაფერია... :)))

რა მაგარიაააა, რომ გოგო ხარ და თანაც ქერა! იმიტომ რომ ხომ მარტივია იყო სულელი ასეთი გარეგნობით... :))) Self-discrimination... :D :D

ყველა მე "დამცინის", მაგრამ მე ბედნიერი სახით ვემშვიდობები ყველას, მაღაზიაში ხომ არავის სჯერა რომ დავამთავრე, ყველა ჩემს შემდეგ, უჩვეულო მოქმედებას ელოდება და მისმენს. :)))))

ჩემს კონსულტანტს, თავზე კიკინიან - სიმპატიურ ტიპს,  ვურჩევ საქართველოში ჩამოსვლას და ვტოვებ X-kom მაღაზიას...


Comments