Overthinking...


  • ყველაზე დიდი მიჯაჭვულობა რომელიც ადამიანს აქვს (მე მაქვს), მაგრამ არ იცის (ახლა ვიცი) ამის შესახებ არის ზედმეტი ფიქრი.
  • რთულია რომ გაანალიზო რამდენად შეპყობილი ყავხარ ზედმეტ ფიქრს, როგორ გართმევს წუთებს, საათებს, ხანდახან დღეებსაც კი, ისე რომ უბრალოდ ვერაფერს უხერხებ და გართმევს ახლანდელის აღქმის საშუალებას, კარგია თუ ცუდი ეს რეალობა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის უბრალოდ გპარავს ამ ყველაფერს.
  • ზედმეტი ფიქრი ანგრევს შენს რეალობის შეგრძნებას ახლა, ამ წუთას, იმიტომ რომ ფიქრებში ცდილობ უკეთესი დაინახო რაღაცეები, ან იდარდო, რომ არ გაქვს რაღაცეები,  რაც გინდა რომ უკეთესად იყოს...
  • ზედმეტ ფიქრს მიყავხარ არა გამოსავლისკენ,  არამედ პირიქით დიდი ქაოსისკენ, 
  • ზედმეტ ფიქრს მოაქვს არალოგიკური დასკვნები და შეასბამისად არასასურველი შედეგები. 
  • ზედმეტი ფიქრისგან განთავისუფლებაში ვერავინ დაგეხმარება, მხოლოდ შენ შეგიძლია დააღწიო თავი ამ საშინელ სივრცეს... 
  • ზედმეტი ფიქრი ხელს გიშლის ბედნიერების აღქმაში.... 
  • დაანებე რაა, უაზროდ ბევრ ფიქრს თავი, შენ ხომ არ შეგიძლია ყველაფრის კონტროლი, ამიტომ საკუთარი ფსიქოლოგიის მკვლელობაა....
  • ზედმეტი ფიქრი ხომ ახლანდელის შეგრძნებას, აღქმას, დანახვას ხელს უშლის და ისევ წარსულისკენ ან მომავლისკენ გექაჩება?...სადაა ახლანდელი დრო?  - ვკარგავთ წარსულზე ან მომავალზე ფიქრით... 

Overthinking is the worst addiction, what the people have ever had, but the main problem is that we don't know about it, we don't realise that we are addicted and obsessed with it...

Comments