Challenge Yourself

მარტივი ჩელენჯი მაქვს ამ კვირაში:  „ველოსიპედი ვატარო“
თქვენი აზრით მარტივია? კი, შორიდან მარტივია, რა უნდა? ადექი, წადი და იქირავე ველოსიპედი. იბოდიალე სადმე ბაღში, სკვერში ან უამრავი ადგილია ამისთვის.  რამდენი მიზეზი ვიპოვე არ იცით? 
წვიმა, სიზარმაცე, სამეცადინო, ლექციები, ფრაზები „ახლა მაგის დრო არაა“, „უუფ ნეტა ისე იქნება, როგორც მე მინდა?“ და არ იცით რა ხდება ჩემს თავში...
რატომ ვართულებ ხომ? გაცნობიერებულად არ ვართულებ. ასე ხდება იმიტომ რომ კომფორტის დარღვევას ვცდილობ საკუთარი თავისთვის.
ეს ჩვეულებრივი, მარტივი მაგალითია იმის რაც ჩვენს (თქვენსას რას ვერჩი, ჩემს) ხცოვრებაში ხდება.
მარტივი რაღაცის შეცვლა მინდა, მინდა დავძლიო შიში ველოსიპედის
ტარების... ფობია არაა, მაგრამ შიშია, რომლითაც მინდა საკუთარ თავს ვაჩვენო, რომ გადალახვადია.

სურათი უმარტივესია... სიტუაცია დაგანახეთ...
ახლა რას ვაკეთებ? ჯერ ფიქრის ეტაპია. უნდა გადავიდე მოქმედების ეტაპზე. თუმცა დავიწყე უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაც ფაქტია, და „ვამაყობ საკუთარი თავით“:
1. დავიწყე ძებნა „ინფოსი” თუ რა და როგორ ხდება პოზნანში, იმისთვის რომ ველო ვიქირავო,
2. დავრეგისტრირდი საიტზე, სადაც აქირავებენ ველოებს მთელი ქალაქის მასშტაბით,
3. ფულის გადახდა ვაიძულე თავს, რომ ამან მაინც მაიძულოს წასვლა და გადაყრილი არ იყოს ეს ფული,
4. წასვლა რომ გადავწყვიტე ამინდი მოვიმიზეზე.
ხოდა აი აქ გავიჭედე... და ახლა კი თვენც ხედავთ ჩემს ფიქრებს. რატომ ვწერ ამ პოსტს? იმიტომ რომ ჩემი გეგმა სხვებსაც გავაცნო, რომ მხარი დამიჭირონ... მკითხონ რა ვქენი, როგორ გაგრელდა ეს ისტორია და ამით პასუხისმგებლობას ვიმატებ, რომ დაწყებული საქმე დავამთავრო. :)))
სასაცილოაა... მჭირდება ვიღაცა ვინც "მხარს დამიჭერს'', "ტაშს დამიკრავს", წამახალისებს.
ფაქტიურად საკუთარი ფსიქოანალიზი დავხატე, ბლოგ-პოსტი კი არა... :)))
საწყალოო, მარტივი პრობლემა - ველოსიპედის ტარება, თუ ამდენ სირთულეს იწვევს, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები რას გიზავს?

იმედი მაქვს გაგრძელება იქნება...

პ.ს.
ამ პოსტის ინსპირაცია ბატონმა აინშტაინმა მომცა:
"სიგიჟეა, აკეთებდე ერთიდაიგივეს კიდევ და კიდევ და ელოდე განსხვავებულ შედეგებს."
თქვენ არ შეგიძლიათ აკეთოთ ერთიდაიგივე რამ ყოველდღე და ელოდეთ სხვადასხვა შედეგებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ აგრძელებთ იმავე სამუშაოს შესრულებას და ელოდებით თვენი შეუსრულებელი სურვილის შესრულებას. იმისათვის, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, უნდა შეიცვალოს თქვენი ქმედებები, უნდა შეიცვალოს თქვენი ფიქრები და დამოკიდებულებები. თუ არ ცვლი არაფერს, რატომ ელოდები რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება?
ალბერტ აინშტაინი...

Comments