კაცები მარსიდან და ქალები ვენერიდან...





საინტერესო აღმოჩენების კვირა იყო, საკუთარი თავისა და კიდევ გარშემომყოფების... 

ვგრძნობ რომ ბევრი ემოცი ამაქვს, მაგრამ აქ რა უნდა დავწერო წარმოდგენა არ მაქვს... საერთოდაც ცუდის წერა უფრო მიადვილდება თუ კარგის ვეღარ გავიგე... ორივე მიჭირს. ორივეს წერის დროს ვწუწუნებ, თუმცა თავს არ ვანებებ ამ ყველაფერს მაინც

ჩემი არც ერთი პოსტი იმას არ გამოხატავს, რაც რეალურად შიგნით მაქვს და რასაც ვგრძნობ. როგორ ახერხებენ ადამაინები იმის გადმოცემას რაც შიგნით აქვთ? იქნებ ვერც ახერხებენ,  ვინ იცის... :) 



უბრალოდ, ძალიან უბრალოდ და მარტივად... ბედნიერი ვარ! თუმცა ჩემი შინაგანი სამყარო დალაგებული და მშვიდი არაა, მაგრამ მე მაინც მიხარია ცხოვრება და ბედნიერი ვარ... 

ალბათ ყველაფერი იდეალურად რომ იყოს, ბედნიერი არ ვიქნებოდი, ან უფრო მეტად ბედნიერი ვიქნებოდი. ეს ხომ პირობითია... ბედნიერი ვარ
საზომი ერთეული ხომ არ დამიწესებია და არ ვიცი რამდენად ბედნიერი ვარ
ან საერთოდაც, ბოლო დროს ანიჟებული "ბედნიერი ვარ" იქნებ ზუტად იმას ნიშნავს, რომ სულაც არ ხარ ბედნიერი, მაგრამ გინდა რომ იყო და უბრალოდ ამის გადაფარვაა?

არა, როგორ არ ვიცი... რა მოიგონე... რას ბოდიალობ... დაიძინეე... 

P.S. 

"დახუჭული თვალებით უფრო მეტის დანახვა შეიძლება და ყველაზე ნამდვილი სამყაროო ისაა, რომელსაც ჩვენ გამოვიგონებთ"...



Comments