მიყვარს ჩემი ცხოვრება

ძალიან მიყვარს ჩემი ცხოვრება, ძალიან, ძალიან... 
ხანდახან ვფიქრობ, დიდი ემოცია როგორ შევინახო და რასაც ვგრძნობ ახლა, ამ წუთას, როგორ შევინარჩუნო ისე რომ არ გაქრეს... მე კი არ გამიქრეს, ზოგადად, დროში არ გაცვდეს და ნორმალური არ გახდეს სხვა ჩვეულებრივი მოვლენებივით... 
როგორ ვქნა ეს? არა, შეუძლებელია. უბრალოდ, ამ ბედნიერი წუთებით უნდა ვისიამოვნო, გავუზიარო სხვებს და Feel the moment... 
მინდა აღვწერო, მინდა სურათი გადავიღო, მინდა... მინდა... მაგრამ ვერა... ეს ხომ ემოციაა? და ეს, არ ეტევა მხოლოდ სიტყვებში, ან უბრალოდ, მე არ გამომდის... 
ნეტა შემეძლოს, რა კარგი იქნებოდა ამ ემოციის გადმოცემა, დამრჩებოდა კიდეც და არც გაქრებოდა... :) 

დღეს სამი უდიდეი და უკარგესი ამბავი მაქვს:
დილით პირველმა ამბავმა გამაღვიძა:
DG-SALT... <3 <3 <3 ( უდიდესი და უძალიანკარგესი ახალი ამბავი)

მეორე: 
თამთა და მაიკო ჩემთან... ბილეთები გვაქვს უკვე... ქუთაისი - ვარშავა, ბერლინი - ქუთაისი

მესამე:
ჩემი სოფრომეს დიდი ცვლილება... :* 

მეტს ვეღარც დაიტევს ჩემი გული... ბევრია და ძალიან კარგია... მიყვარს ცხოვრება... მაგრამ ჩემი ცხოვრება განსაკუთრებით... 

ჩემი ფანჯრის გარეთ უსაყვარლესად თოვს... ასე ლამაზად არასოდეს მომჩვენებია თოვლი, არასოდეს... 
მართალია, თოვა არ ჩანს, მაგრამ მე ხომ ვხედავ... 

Comments