წერილი წარსულიდან....

წერილი წარსულიდან I ნაწილი 

წერილი წარსულიდან II ნაწილი 

წერილი წარსულიდან III ნაწილი


ძვირფასო მე,

გწერ 2016 წლის 4 იანვრიდან.
გამარჯობა მე... :) 
იდეა მოწონებულია, რომ საკუთარ თავთან ბაასის დრო და ასაკი მოვიდა. 
აჰა, წერილის წერის მცდელობაც სახეზეა... 
2016 წელს რას ველი? 
20 პუნქტიანი გეგმა გამზადებული მაქვს ფურცელზე და მარტივად შემიძლია უბრალოდ აქ გადმოვწერო:
1. უახლოესი დრებში შესასრულებელი საკითხია...გერმანელ ლქეტორს გამზადებული პროექტი უნდა ჩავახუტო, თუ მინდა რომ გამოცდა არ ჩავაბარო... ხოდა ახლა დაჯექი და იმტრვირე თავი რა და როგორ? იქნებ გამოცდის ჩაბარება სჯობდეს? არა, რატომ? კარგი ჩალენჯია, პროექტი!!! 3 დღე და პროექტი უნდა მქონდეს... იქნებ აღარც მახსოვდეს 2017 წელს რა პროექტზე ვლაპარაკობდითქო მაგრამ მაინც... ამ ეტაპზე ხომ მნიშვნელოვანია? ხოდა მოხვდა სიაში პირველ ნომრად. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანს არ ნიშნავს... პირველად გასაკეთებელს ნიშნავს. ჰო... ჩემო თავო, რომ იცოდე რა...
2. სტატია მაქვს დასაწერი, აბსტრაქტი იანვრის ბოლოსთვის და სტატია თებერვლის ბოლოსთვის... რა დიდი ამბავი უნდა ვითომ ხომ? აბა მიდი და შენ დაწერე თუ მაგარი ხარ.... :( მერთულება და რა ვქნა... :)
3. ახალი იდეა, რომელიც ჟანმა შმეომთავაზა და შესაძლებელია აქვს გაგრძლება, არის რომ გავაუმჯობესო ჩემი კვლევის გეგმა და სხვა უნივერსიტეტებში გავაგზავნო სუპერვაიზერის საძებნელად, რადგან პოლონეთში შესაბამისად ვერავინ მეხმარება და მეც დიდად თავს არ ვიკლავ წიგნების ქექვითა და კითხვით... ხოდა მრჩება და ალბათ დამრჩება ჩემი დისერტაცია ხახამშრალი...
4. დიდი ჩალენჯი ჩემი დაბადების დღის დაგეგმვაა... რომელიც აქამდე იყო ჩალენჯი სანამ ეს ყველაფფერი ფურცელზე ეწერა, მაგრამ ახლა ნამდვილად აღარაა... იმიტომ რომ გუშინ ღამე  (სიტყვები ამოჭრილია)... პრობლემა არ არსებობს და არც გადაჭრას საჭიროებს....
4.1. თებერვალში საქართველოში წავიდე ორი კვირით მაინც როგორმე და იქაური პრობლემები "დავალაგო, დავვარცხნო". სამსახურის ხელშეკრულება, ტრენინგები, თუ სერთიფიკატები, თუ ადამიანები მოვინახულო ვისთანაც მევალება მივიდე და ასევე ოჯახის წევრებიც მოვისიყვარულოო...
5. მთელი წელი ვივარჯიშო, ჯანსაღი ცხოვრებით ვიცხოვრო და ვიკვებო, უფფფ ვიკვებო რთული ამბავია, თუ ჩემს კულინარიულ მიღწევებს გავითვალისწინებთ, ხომ ჩემო თავო?... მაგრამ სურვილად მაინც იყოს თუ რეალობად გერთულება ვააააა... რას ერჩი შენს თავს ვერ გავიგე რააა... 
გამოსასწორებელი ფორმები შევცვალო, მე კი არა სწორმა ვარჯიშმა... ;)
6. ჰაჰაჰა... ახალი ჰობი, სურვილი, საჭიროება და კიდევბევრი რამ... იტალიური ენა... დავიწყო და ვისწავლოოო, მინიმუმ A1-A2 level მაინც....
7. კიდევ ერთი სტატია მაქვს დასაწერი აპრილისთვის... ანუ ორი სტატია უნდა დავწერო ინგლისურად 2016-ში... 
8. უფფ... კითხვა დავიწყო ლიტერატურის რომელიც დიდი ხანია უნდა მქონდეს უკვე დაწყებული, მაგრამ მე მიზეზად კომპიუტერში ვერ კითხვა სახელდება… რა სისულელეააა.. რამე გინდოდეს და ვერ გააკეთო შეენნ ნინაა? ზღაპარია, რომლისაც შენც არ გჯერა... ამიტომ დაიწყე და იკითხეეეეე.... იკითხეეე... გჭირდება... აუცილებელია... ვააა... ამდენი ჩიჩინი რატომ გჭირდება. შენ რა ზარმაცი ხომ ხარ შემთხვევით? :))))
9. ორი უნივერსიტეტის ლექტორი ვარ, ტი შტო? ))) და ამ ყველაფერს მზადება რომ სჭირდება დაგავიწყდა?... წიგნების დასტა გაქვს განსახილველი და ''ჰანდაუთები'' მოსამზადებელი, შესაქმნელი პრეზენტაციები და ასე შემდეგ. ორი საგანი გაქვს ასაწყობი ფაქტიურად.
10. გეგმა CELTA, რომელიც ორმაგად რთულია, ჯერ ერთი რომ 1400 ევრო მჭირდება და  (სიტყვები ამოჭრილია)... პლიუს ერთი თვე ცხოვრება სადმე და ამის ხარჯი და კიდევ თეორიულადაც არაა მარტივი. 
აქვე ავღნიშნავ რომ სწავლა 15 ივნისს მთავდება და იქნებ ზაფხული გამოვიყენო ამ სერთიფიკატისთვის? კარგი იქნებოდა... ჩემი წერილი ცოტა დასერიოზულდა იმის გამო, რომ ნათია მადარდებს და მაფიქრებს, ავარიის გამო.... მეშინია ცხოვრების! დღეს ცოცხალი ხარ და ხვალ არავინ იცის რა იქნება, ჩვენ კი ბედნიერებისთვის დროს არ ვიტოვებთ, იმდენ რამეზე ვფიქრობთ.
11. გეგმა (სიტყვები ამოჭრილია)... ცოტა რთული გეგმაა... გრძნობაა და ემოციაა, რომლის დაგეგმვა წარმოუდგენელია, თუმცა ჩემი გეგმის დიდი პუნქტია.... :* 
12. ყოველთვიური შედეგები მინდა მქონდეს. მინდა ცხოვრების სტილი ისე შევცვალო, რომ თვის ბოლოს მქონდეს რაიმე ღირებული გაკეთებეული. თვეში ხომ 30 დღეა, ასე იყო აქამდე და ალბათ არც 2016-ში შეიცვლება რამე )).... და 30 დღის განმავლობაში ერთ დღეს მაინც ღირებული გავაკეთო რამე... რაც თვეს ღირებულად აქცევს და არ ვიტყვი რატომ დამიხარჯავს ამდენი დღეთქო... 
აქვე მახსენდება „ყოვლე დღესა შენს თავს ჰკითხეო“, მაგრამ სხვას კი არა შენს თავს რა არგეო, მე ჩემებურად ვეკითხები რაა... მაგრამ რატომაც არა? ჩემი სარგებელი, ავტომატურად, სხვის სარგებელსაც ხომ გულისხმობს... ასე რომ, დიახაც!... არანაირი ეგოისტობა. ტყუილად იდანაშაულებ თავს, რომ ვითომ ეგოისტი ხარ...
13. მინდა ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდეს ჩემი „ვინმე“ და „რამეები“... ისევ ეგოიესტურია... ეს უკვე ნამდვილად.. ჩემი, ჩემი, ჩემი... არადა ეს ყველაზე მეტად მინდა ყველა დანარჩენისგან განსხვავებით. რაღა მაინც დამაინც მეცამეტე ხარ ჰააა... მერე ვიტყვი იმიტომ არ გამოვიდა, რომ მეცამეტე თარსი რიცხვიაოოო, სულაც არა. ჩემთვის ბედნიერი რიცხვი იქნება.. ზუსტად იმიტომ, რომ ეს სურვილი შემისრულდება.
14. დანაზოგი... ბევრს ფულს ხარჯავ შვილოოო ბვრსსსსსს!!!!! მოუკელი და ისწავლე ნაკლების ხარჯვაა.... დაგჭირდება და გამოგადგება დანაზოგი! დამიჯერე ჩემო თავოოო....
15. საფრანგეთის ნახვა უკვე წესით აღარ უნდა შედიოდეს ამ გეგმებში, მაგრამ ეს ხომ ჯერ არ არსებულია, იმიტომ რომ 13 იანვარს მივდივართ მე და ელენე და ჯერ 4 იანვარია.. ამიტომაც მოხვდა ამ გეგმებში... აქაც ცამეტიი? ვააა... )) მიხარია კიდეც უკვე...
16. ზაფხულის მოგზაურობა კუნძულ ელბაზე (სიტყვები ამოჭრილია)..ძალიან მინდა“ სურვილებშია ესეც... მინდა და თანაც ძალიან დიდი გულით.
17. საჰაერო ბუშტით გაფრენა მინდა (სიტყვები ამოჭრილია)... რათქმა უნდა... ეს ხომ უკვე დიდი ხნის ოცნებაა, რომელიც შეიძლება 2016-ში ახდეს? კი, მინდა ესეც ძალიან... ბურთი კი არ მინდა ასე ძალიან, არამედ მინდა, რომ ოცნების უკან მდგარი იდეა, სურვილი და მიზანი ასრულდეს... მინდა, მინდა, მინდა.. რამდნეი მინდააა ღმერთო ჩემოოო.... )))
18. კონფერენცია, კონფერენცია, კონფერენცია.... სამი კი არ მინდა ერთი მინდა მაგრამ სამჯერ იმიტომ, რომ ამდენი თვითგანვითარებაზე ფიქრიც კი გამაღიზიანებელიააა რააა.... იქნება აბა სად წავა.... ეს ხომ გეგმის გარეშეც შესრულდება.... )))) ვითომ რატომ ასე მარტივია კონფერენციაში მონაწილეობაა? ჰააჰაა სულაც არა....

ფურცელზე 20 პუნქტი იყო, მაგრამ ორი გზაში შემომადნა სანამ ჩავედი ბოლოში და დარჩა 18... თვრამეეტტტიიი? თვრამეტი!
ნინა, მომავალ წელს შევხვდებით ახალი 20 პუნქტიანი სურვილებით, იმედებითა და ყველა შესრულებული სურვილით.... 
P.S.
ცოტა ადრე რომ დამეწერა, ამ სურვილებში ერთი დიდი სურვილი უნდა ყოფილიყო...ეს დიდი სურვილი სახლის ყიდვაა საქართველოში, მაგრამ ახლა რათომღაც სულ აღარაა პრიორიტეტული და სულაც აღარ მინდა სახლი თბილისში...  ვნახოთ, 2016 რას მომანდომებს... საინტერესო ხარ ცხოვრებავ... რთული და ხანდახან სასტიკიც მაგრამ საინტერესო.... 
და კიდევ დიდი მადლობა, რომ ჩემი მეგობარი კარგადააა და მე მხოლოდ შოკი მარგუნა იმის გაფიქრებამ, რომ რაიმე შეიძლებოდა მომხდარიყო და რეალობა ასეთი კარგია და არა სასტიკი...
მიყვარს ცხოვრება და  (სიტყვები ამოჭრილია)...
----------------

Comments