ქართული სათვისტომო...

ქართული სათვისტომოს "ჰედები" მარიამი და ალექსანდრე...
უწყინარი და სახალისო ხუმრობები და სასიამოვნოდ გატარებული საღამო...
რამოდენიმე საინტერესო საათს ითვლის ამ ახალი ადამიანების ნაცნობობა, თუმცა ბევრ პოზიტივს, მხიარულებასა და ხუმრობის რაოდენობას კი ნამდვილად არ უჩივის...


უცხო ქვეყანაში, უცხო კულტურას რაც არ უნდა მიეჩვიო და გაითავისო, მაინც არსებობს რაღაცეები, რასაც აღიარებ და შენი უფრო მეტად მოგწონს... ნუ, ასეც უნდა იყოს ალბად, ბებიაჩემი იტყოდა "შეჩვეული ჭირიო".. :))))
დღეს სამ ქართველ ადამიანს შევხვდი, რომელებიც უკვე დიდი ხანია პოზნანში ცხოვრობენ, აქამდე არ ვიცნობდით ერთმანეთს...
მოსაყოლადაც ძნელია რომ გითრათ, რატომ იყო ეს შეხვედრამ ნიშვნელოვანი. იმიტომ რომ საქართველოში ეს ხომ ყოველ წუთას გვაქვს და არაფრად მიგვაჩნია, მაგრამ აქ მივხვდი, რომ "ჩვენებური" იუმორი, ხუმრობა და ადამიანთან პირველი შეხვედრაც კი საკმარისია, რომ თავი ისე იგრძნო თითქოს დიდი ხანია იცნობ. იხუმრო, თითქოს შენი ბავშობის მეგობარია, საერთო ნაცნობები გამონახო უამრავი... მართლა უამრავი და აღმოაჩინო, რომ პატრა, ძალიან პატარა, სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ყველა მესამე ადამიანი, ვიღაცით უკავშირდება მეორე ადამიანს... ცუკერბერგის არ იყოს, ამ სამყაროში ყველა ადამიანს სამი ხელის ჩამორთმევა გვაშორებსო და მართლა ასეა... :)
ხოდა, დღეს მივხვდი, რომ ეს მაკლდა. ამ პატარა სასიამოვნო, "დიდი" იდეებით გაჯერებულმა,  საქმიანი სამომავლო შეთანხმებებით დასრულებულმა საღამომ, ძალიან გამახალისა და თანაც სასიამოვნო განწყობაზე დამაყენა...
მადლობა სათვისტომოს "ჰედებო" ამ იდეისთვის, ასევე შეხვედრისთვის და იმ ცხელი ღვინისთვისაც...
აღარაფერს ვამბობ უამრავ სიცილსა და ხუმრობაზე, რომელიც ასე მაკლდა დიდი ხანია... არააა რაააა!!!! ხუმრობა რომ პოლონურად არ მესმის გასაგებია, მაგრამ საერთოდ, აქვთ კი იუმორიიი?! მომეხმარეთ რაა? მომაშველეთ თქვენი გამოცდილებები...
მე რაღაც ვერ ვეწყობი ამათ იუმორს და რა ვიცი აბა..
თუ?? კახელი ვარ და ვაგვინებ გაგებაში ჰაა???? :) რა ვიცი... რა ვიცი...

Comments

  1. კახელი ხარ ნინა რაჭველი ხო არა :* პოლონელები უჩივიან ზოგადად ემოციენის გამოხატვას და ხუმრობაც ხო ემოციის ამოძახილია... ჯანდაბა ამათ :D

    ReplyDelete
    Replies
    1. კახელებსაც უჭირთ იუმორის გაგებაში... :))) ბრალს არ ვდებ იუმორის "წარმოებაში",ბადალი არ ყავთ... :)))

      Delete

Post a Comment