no other way...

რჩევა მეგობრისგან - "რაღაც" ფილმს ვუყურო...
მეც ვჯდები და ვუყურებ...
არც ისე კარგ ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ ვხვდები ერთეული ადამიანები აფუჭებენ ჩემს ცხოვრებას და ეს მათზე კი არ მაბრაზებს, არამედ საკუთარ თავზე...
ეს კი შენ გეხება, რომელიც შემოძვერი ჩემს ცხოვრებაში და ვითომ სითბო მიმიტანე... მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, უკვე მესამედ... სითბო კი არა სიცივე მომიტანე... როგორი სიცივე იცი? საკუთარი თავიც კი რომ აღარ მომწონს ისეთი... ისეთი, რომ მცივა და ჩემი თეორია სიცივესთან დაკავშირებით, რომ "ცოტა გცივა თუ ბევრი მნიშვნელობა არ აქვს" გაცამტვერდა. ეს ისეთი სიცივეა, ძალიან დიდ დისკომფორტს რომ მიქმნის... დისკომფორტი კარგია, უკვე ვიცი, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვსწავლობ... ხოდა, ამ სიცივის დისკომფორტმა დამანახა კიდევ ერთი სასიკეთო რამ, ისევ ჩემი თავისთვის და არა შენთვის :))) 

რაღაც ფილმიო ხოო? კი, ასევე ფილმმაც მომცა რაღაც ისეთი, რაც მჭირდებოდა ზუსტად ამ წუთას... ეს ისაა, რომ ბედნიერების ძიებაა მთელი ცხოვრება, თუმცა ბევრ ნაბიჯებსა და სირთულეებს შეიცავს, რომელიც გვაძლიერებს და გვაძლვს წინ მყარი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას...
ბოლო ერთი თვის მანძილზე ბევრი გადაწყვეტილება მივიღე და ყველა გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში ადამიანების ყოფნა არ ყოფნას ეხებოდა... კი! მე ვწყვეტ თუ ვინ მინდა იყვნენ ჩემს ცხოვრებაში. სხვები წყვეტენ მე ვიყო თუ არა მათ ცხოვრებაში... ბედნიერება ადამიანის არჩევანის თავისუფლებაშია... შენ, ისეთი როგორიც ხარ, არ მინდა რომ მყავდე ჩემს ცხოვრებაში. არ შეიცვლები ეს ვიცი, ამიტომაც არ მინდა თუნდაც ერთი საათით მაინც ვგრძნობდე თავს ცუდად...დანარჩენი კი თავის მოტყუებაა...
 შენ თამაშობ ადამიანებით, და ეს საშინლად არ მომწონს... მე რაც მომწონს შენ არ მოგწონს, ასე რომ take your way, baby... :)

წავალ დავიძინებ, ხვალ დილით ლექცია მელოდება 8 საათზე...
რამდენი ემოცია მქონდა და მინდოდა დამეწერა, მაგრამ ყველაფერი ერთმა უწყინარმა პოსტმა შეცვალა. პროტესტი მაქვს უსამართლობის. ეს პროტესტი არც შენ გეხება და არც ფილმს, ეს პროტესტი ელენეს და ნიკოლოზს ეხება და მინდა, რომ ხვალ ყველაფერი მოგვარდეს!





Comments