სამეზობლო ისტორიების სერიიდან

მეორე ისტორია სამეზობლოს ეხება, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელს...
ახალი სასწავლო წელი ახალი მეზობლებით დაიწყო და სამზარეულოშიც სიახლეებია. არ მოიწყენ, მაგრამ ეს ისტორია განსხვავებული იყო და ამიტომაც მომინდა დამეწერა.
ერთი გოგო, რომლის ეროვნება ვერ დავადგინე,
ისე ცუდ ინგლისურს ლაპარაკობს მესამედ ვეღარ ვკითხე საიდან ხართქო და თავი დავუქნიე, ააა ჰოოო-თი დავეთანხმე, თითქოს გავიგე საიდანაა...
მოკლედ, ეს გოგო, როგორც კი სამზარეულოში დამინახავს გამოდის და იწყებს საუბარს. უცნაური ტიპშაა, თითქოს არ უნდა ლაპარაკი. მორიდებით და ბოდიშებით იწყებს, მეც “მეცოდება” და უკვე რამოდენიმეჯერ მოკლე საუბარი შედგა. მერე გასაჭირიც გამიზიარა, რომ თემის ხელმძღვანელი არ აქცევს სათანადო ყურადღებას და რჩევებიც მკითხა... მე როგორც გამოცდილმა "პოლონელების ექსპერტმა" "დავარიგე"...
მეორე თუ მესამე დღეს მომახსენა, რომ გაჭრა ჩემმა "დარიგებამ"... მოკლედ, ბედნიერია ისიც და მეც… :)
მაგრამ გუშინ, ქათმის ფილეს ვწვავ და დამადგა თავზე, გვარიანად შემაშინა. ბოდიში მომიხადა და გცალია საქმე მაქვს, რჩევა უნდა გკითხოვო... ვააა კაცოოო... ჩემი თავისთვის ვერ მიმიხედია, მინდა ახლა ეს ტიპშა, რჩევების მკითხველი? უარს თავი ვერ მოვაბი და მოვუსმენ თქო გავიფიქრე. რა ვიცოდი ასეთ ინტრიგაში თუ ვყოფდი თავს. ისეთი ვენესუელა “გამეჩითა”, როგორმე უნდა მოვყვე... :)))
25 წუთი მიყვება ისტორიას ფრანგი ბიჭის შესახებ, რომელთანაც მეგობრობს და მომავალ ურთიერთობას გეგმავს (ანუ მოსწონს და ეფლირტავება, კაცმა არ იცის ამ ბიჭს რა გეგმები აქვს მასთან დაკავშირებით),
თუმცა მოხდა ინციდენტი ერთ ერთი "ფართის” დროს, სავარაუდოდ მთვრალები როცა იყვნენ ეს გოგოც და ის ბიჭიც (ამ ბიჭს პიერი ქვია და ფრანგია)... ინციდენტი იყო ისტორია, რომელსაც პიერი უზიარებს ამ ჩემს მეზობელ გოგოს (რომლის არამარტო ეროვნება არ ვიცი, სახელიც არ ვიცი), რომ პიერს მეგობარმა გოგომ უღალატა მეორე მეგობართან, მაგრამ ამ პიერმა აპატია შეყვარებულს, იმიტომ რომ უყვარს…”So lovely”, right? :)))
ეს ჩემი მეზობელი გაბრაზდა, როგორ შეიძლება ასეთი რამ აპატიო ადამიანს და კარგად გალანძღა ეს ბიჭი და სოც. ქსელშიც დაბლოკა... ბანალურობის პიკია, ხომ მართალია? მე კიდე სხვისი ცხოვრების შემფასებელი, ნეტა ვინ მომცა ამის უფლება?
ახლა შეკითხვა და რჩევა ჩემგან, როგორ მოიქცეს არ იცის, რადგან დაკარგვა არ უნდა და მეკითხება როგორ მოვიქცეო? “you are the smart girl and that’s why I am asking you”-ოოო... მე დავიბენი, არეულ დარეული ისტორიის ცალმხრივად მოსმენის შემდეგ, რა რჩევა გინდა მისცე? ან მე ვისი ტიკი-ტომარა ვარ? თუ მამიდა? წადი რა შვილო შენს ოთახში, მეც მაჭამე ეს ჩემი ქათმის ფილე მშვიდად რააა... ძლივს სადილი მომიმზადებია... :)))) არააა...რა რჩევა?...
მეც ავდექი და კახურად მივახალე რჩევა არ ვიცი, მაგრამ მე რომ ვიყო შენს ადგილას ასე ვიზავდითქო... ვეტყოდი ამ პიერს სმართლეს, რომ მოგწონს და იეჭვიანე მის შეყვარებულის ღალატზე და ამბებზეთქო, ბოდიში მოვუხადე დაბლოკისთვის და მიხვდები გაგრძელებასთქოო.
უფფ.. მეგონა რომ მორჩა, მსოფლიოში ყველაზე მაგარი დარიგება მივეცი, წავიდა... ვიცინე გულში ბევრი, რომ მე რაში ვჭირდებოდი არ ვიცითქო... ვჭამე ეს ჩემი გემრიელი ფილე და დამავიწყდა კიდეც ეს ჩემი მეზობელი. ვცდილობ კონცენტრირებას, რომ რამე წავიკითხო და კარზე კაკუნიააა.... ვაღებ და ეს ჩემი მეზობელი დგას ატირებული... არადა დიდი გოგო/ქალია ტანიანი, ჩადგმული, ზორბა, ჩემზე მაღალია და განიერიც… ტირილის ზღვარზეა, თავს ვერ იკავებს... მივხვდი "ჩემი რჩევის" შედეგია სახეზე, Shame on me!!
მომიყვა, რომ ისე მოიქცა როგორც მე ვუთხარი… :((( და იმ პიერმა კარგად გალანძღა, საჯაროდ და არც ისე საისამოვნო სიტყვები უთხრა.
მე მადლობა  გადამიხადა რჩევისთვის... :((( და აი აქ დავიძაბე... მადლობაო, იმიტომ რომ ახლა ზუსტად ვიცი, რომ ცუდი ტიპია და გავარკვიეო. მე ურთიერთობის გაგრძელება მინდოდა და ეს ხომ მერე მაინც მოხდებოდაო...  ცოტა იტირა კიდეც. მე სად გავქრე არ ვიცი… "ოღჩ" ასეთ ინტრიგაში რატომ გავეხვიე??? არ ვიცი… მეშლება ჩემს თავზე ნერვები. რჩევები არა კვატი, მიხედოს ყველამ თავის საქმეს!!!
ნეტა დამთავრდა ეს ისტორია? აღმოჩნდა, რომ  ეს პიერიც ჩემს სართულზე ცხოვრობს, მაგრამ არ ვიცი ვინაა... არც მინდა ვიცოდე :)))


P.S.
ვენესუელის სიუჟეტს სერიოზული პერსპექტივა ექნება, თუ ეს პიერი ის პიერია, მე ვისაც ორი დღეა ვემესიჯები... :))) არ ვიცნობ. უბრალოდ, ვიღაც ფრანგი ტიპი, ქართული დამწრლობითაა დაინტერესებული, პოზნანში ცხოვრობს და ქართული ტატუ უნდა... :))) ვნახოთ რა მოხდება :)) თუ გამიფინეს ამ ჩემმა უცნაურმა მეზობელმა და ფრანგმა ბიჭმა, მართლა მომიწევს კონსულტაციები ექიმებთან :))))
to be continued...

Comments