დაზღვევა პოლონეთში

საიდან დავიწყო? რამოდენიმე ისტორია დამიგროვდა…
მოდით პირველი იყოს: დაზღვევა პოლონეთში...
მაგრამ ამათ რა დავაბრალო, როცა ბატი თავი მე თვითონ მაბია? არა ბატივით არა, ქათამივით თავი და კიდევ ორი ფეხი კი ნამდვილად... :))))  
წელიწად ნახევარია აქ, პოლონეთში, ვცხოვრობ და ჯერ დაზღვევა არ გამომიყენებია...  როგორც იქნა გადავწყვიტე გამოყენება, მაილიც მოვიძიე და წერილიც გავაშანშალე, რომ მომიძებნონ ექიმი, და გავაფრთხილე რომ პოლონური არ ვიცი...
გავიდა 3 დღე და პასუხი არაა. იქნებ ვკვდები კაცო, ვააა...
ვბრაზობ და თანაც თითქოს გადავიფიქრე ექიმთან წასვლა, მაგრამ მომდის პასუხი, რომ უნდა დავაკონკრეტო ასაკი, ჩივილები როდის დამეწყო და ასევე საცხოვრებელი ადგილი…
ხოდა ისე ვარ დარწმუნებული რომ ჩემი ეროვნება აინტერესებთ, არც კი გამიაზრებია საცხოვრებელი ადგილიოოოო და არა ეროვნებაოოო... მე ყველაფერი ჩამოვაწიკწიკე და საქართველო, თბილისიც მივაწერე… გავაგზავნე წერილი და თან ინგლისურად მოლაპარაკე ექიმიც მოვითხოვე… კიდევ გადის სამი დღე და მომდის პასუხი, რომ ექიმი მომიძებნეს და რაღაც ქუჩაზე უნდა მივიდე ხუთშაბათს, ანუ დღეს 3:30 წუთზე...  
ვაა... დავიძაბე, ლექციებიც მაქვს, ქართული რესტორნის დაგემოვნებაცაა დღეს გეგმაში და  რაც მთავარია, დღეს თამარას დაბ.დღეა. კიდევ, ჩემი იტალიურის ჯგუფელს შევპირდი, რომ ერთად ვისადილოთ "ნალეშნიკების" (ქართულად არ ვიცი) ჭამაა გეგმაში. ჩემი გრაფიკი "prety busy"-ია როგორც ხედავთ და მომინდომეს ახლა ექიმი...
ნუ გადავხედე დროებს და ჩავთვალე, რომ ერთ საათში თუ მოვრჩები ექიმის ამბებს, მოდი ვსინჯავ და ამასაც "ჩავაკვეხებ" სადმეთქო, ხოდა "ამოვაკოპირე" მისამართი, რომ გუგლი დამეხმაროს და დავგეგმო როგორ წავიდე საავადმყოფოში... და მისამართია "22a Tashkenti Str, Tbilissi"
ვააა... ვფიქრობ ტაშკენტის ქუჩა შეიძლება იყოს პოზნანში, მაგრამ თბილისი რაღა შუაშია ნეტა? ამას ემატება ნაცნობი სახელი საავადმყოფოსი "MediClub"... ხოდა სურათი ნათელი ხდება, რომ ჩემმა ჭკვიანმა დაზღვევამ და უფრო ჭკვიანმა ჩემმა თავმა, თბილისში ჩამწერა კონსულტაციაზე.
მე ჩემი გამოშტერებული თავის გამო ვხარხარებ. იმიტომ რომ, ჯერ ერთი, "აღარ მომიწევს წასვლა" დღეს, უფფფ.. მომინდეს კიდეც და წავალ?????
ხოდა ისღა დამრჩენია, ბოდიშის წერილი გავაშანშალო და ავუხსნა, რომ მერწყული ვარ ზოდიაქოთი, დაბნეული, გულმავიწყი და ხანდახან საშინლად გამოშტერებულიც და Tbilisi, Georgia კი არ უნდა დამეწერა, არამედ Poznan, Poland-თქოოო...
რა გაცინებს შენ ჩემო თავოოოო.... თამრიკო (დედაჩემი) იტყოდა, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოსო.
წადი კიიი,  წადი, არ ვიცი სად აპირებდი წასვლას მაგრამ, ტვინის ექიმი არ გაწყენდა შენ... :)))

Comments

  1. ისევ ისე ვხარხარებ როგორც მაშინ რომ მომწერე :))))

    ReplyDelete
    Replies
    1. გენაცვალეეე.... :* მე მეგონა არავინ არ კითხულობდა...:)))

      Delete

Post a Comment