ბედნიერება რას ქვია?

ბოლო პერიოდს ჩემი ცხოვრების უამრავი კარგი რამ უკავშირდება...
"ბედნიერება რაშია? ბედნიერება რა არის?"
მუდმივად დამდევს ეს შეკითხვა და ყოველდღიურად ვცდილობ პასუხის პოვნას... ბედნიერება დეტალებშია... არის!... ბედნიერება ყოველდღიურ აქტივობებშია, ადამიანებშია ჩემს გარშემო, ბედნიერება აქტიურად ცხოვრებაშია, დატვირთულ გრაფიკშია - ერთი ადგილიდან მეორეში რომ გარბიხარ. ახალი ადგილების აღმოჩენაშია, ახალი მეზობლის გაცნობაშია, ქუჩაში პატარა გამოლაპარაკებაშია, უმნიშვნელო ღიმილშია უცნობი ადამიანისგან, ბედნიერება დილის ყავის რიტუალშია, ბედნიერება შემდეგი დღის დაგეგმვაშია და საინტერესო დეტალების გათვალისწინებაშია, ბედნიერება პატარა "ჩელენჯების" შესრულებაშია, ბოულინგის თამაშშია, ბედნიერება იტალიურის სწავლაშია, ასევე სიცივიდან ჩემს თბილ ოთახში შემოსვლაშია, ლექციის გაცდენაშია, ან პირიქით დასწრებაშია... ბედნიერება ასევე იმდენი უმნიშვნელო რამეა, რასაც ვერ ვამჩნევთ და უბრალოდ არ ვთვლით ბედნიერებად. გვავიწყდება, ჩვენ, ყველა, მიუხედავად ბევრი პრობლემებისა, ვართ, ან არ ვართ ბედნიერები, იმის მიხედვით შეგვიძლია თუ არა დავინახოთ ის პატარა დეტალები, რაც საერთო ჯამში გვაბედნიერებს... არასოდეს მჯეროდა ფრაზების, "ყოველ დილით შენს თავს უთხარი რომ..." არასოდეს მჯეროდა, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ბედნიერება... ყოველთვის სხვა რამ, ან ვინმე იყო დამნაშავე მე თუ ბედნიერი არ ვიყავი, მაგრამ ეს "ყოველთვის", არ არის ყოველთვის... და ხშირად მე ვიყავი და ალბათ ისევ ვარ ხოლმე "არაბედნიერი", არა სხვების გამო, არამედ საკუთარი თავის გამო, რადგან არ ვხედავ და არ ვაფასებ იმ პატარა ბედნიერებებს, რომლებიც უამრავია ჩემს ცხოვრებაში...

Comments