Introduction to the Tourism

ახალი, 2016 წლის, გაზაფხულის სემესტრიდან გადავწყვიტე ახალი საგნების არჩევა და რადგანაც საინტერესო საგნები ბევრი ვერ შევარჩიე, მათ შორის ზოგი დროებში ვერ ჩაჯდა, გადავწყდა, ჩემი პროფეესიისთვის საინტერესო კი არა, ჩემთვის პირადად საინტერესო საგნები ამერჩია. ამ საგანთა ჩამონათვალში აღმოჩნდა ტურიზმის შესავალი. მესამე ლექციიდან შევუერთდი ჯგუფს და აღმოვაჩინე, რომ ძალიან დიდი ჯგუფია და თანაც ერასმუსის სტიდენტების, აქტიური ლექციაა ბევრად, ვიდრე სხვა მოსაწყენი თეორიების მოსმენა... ჩემთვის პირველმა, ლექციამ ავიაკომპანიების მიმოხილვით ჩაიარა. ლექტორი მეტად ''სიმპოტიური'' და თავდაჯერებული მამაკაცია. თავისი დახვეწილი იუმორითა და პოლონურ აქცენტიანი ინგლისურით... თავისი საქმე კარგად ესმის, საკუთარი ტურისტული სააგენტო აქვს და მარტო თეორიული არაა ლექცია. კარგად ჩანს პრაქტიკული მხარეებიც. თან ტურიზმია, "Teaching" ხომ არაა და აქვს რაღაც მუღამი რაა... ისეთი, რომ მიგიხარია ლექციაზე... არც დილით ადგომა რომ არ გეზარება... :))))
დღევანდელი თემა იყო ''Guiding tour to Vienna". ჯგუფების მუშაობის შემდეგ გადანაწილდა როლები, ვინ სად და რაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ისტორიული შენობების პრეზენტაციები, სამზარეულო, გართობა, დასვენება, ღვინო, ყავა და გადაადგილების მარშურიტები. როლებიც გადანაწილდა თუ ვინ რომელ ისტორიულ და პრაქტკულ ნაწილზე იწყებს მუშაობას....
მთავარი ისაა რომ მე ეს ყველაფერი სიმულაცია მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლო ლექცია ვენაში ტარდება და რეალურად ვახორციელებთ ამ დაგეგმილ მარშრუტს... აი სადაა პრაქტიკულობის პიკი... ვენა დილიდან საღამომდე... ფასიც სტუდენტური (სულ რაღას 30 ევრო გზა და გადაადგილება ვენაში)...
ფინალური გამოცდა ჩაბარებული ან არ ჩაბარებული იქნება ვენაში... :))))
მომწონს ასეთი წამოწყებები. "მადლობა ჩემს თავს", :))) რომ ეს საგანი ავირჩე და გავიხალისე ცხოვრება... :))))
წინა სემესტრში ბევრი ვიცინე, როცა გავიგე რომ "წყლის ქვეშა ტურიზმის" ლექცია ტარდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები იმის პრაქტიკული ნაწილი რა მაგარი იქნებოდა... ხოდა არაუშავს შემდეგი სემესტრი ჩემს ხელშია... იმასაც მოვსინჯავ... :))) ლიცენზია მექნება წყალქვეშ ყვინთვის... :))) სასაცილოა, ან რაში მჭირდება?  მაგრამ "ჩაყვინთე და ნახე წყლის ქვეშა სამყარო, გაიხალისე ცხოვრება და იყავი ბედნიერი'' ასეთი დევიზის კაცია ჩემი ლექტორი. როგორც კი შეხედავ აწერია სახეზე და მანერაზე... :))) ხოდა მეც რარა დამრჩენია :))))

ბედნიერ და წარმატებულ დღეს გისურვებთ... ან საღამოს... ან ღამეს!!! :)))

Comments