მოვლენების ერთფეროვნება, თუ შემოპარლი დეპრესია...

უკვე თვეზე მეტია აღარ დამიწერია არაფერი. ლექციებისა და მეცადინეობის გამოთქო, ვერ ვიტყვი. იმაზე მეტი თავისუფალი დრო მაქვს ვიდრე მინდა, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გაქვს უფრო არაეფექტურად ანაწილებ... ნუ, სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე ასე ვარ... დაბნეულობა და უსაქმურობას ემატება უღიმღამო დღეები და ერთფეროვნება, რაც უკვე მოსაწყენ ფაზაში გადადის. რა მინდა და რატომ ვარ აქ? მუდმივი შეკითხვა, რომელსაც ვერ ვპასუხობ. თუმცა ჩემი ბრალია. არ ვეძებ იქ სადაც საჭროა პასუხებს... მხოლოდ ვფიქრობ და ვხვდები, რომ საიდანღაც უნდა დავიწყო, მაგრამ საიდან ეს ვერ ვნახე. მოკლედ ძაფის ბოლო ვერ ვიპოვე დიდ ახლართულ ძაფის გროვაში... ბევრი რამ მინდა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ვერ ვახერხებ, უფროსწორად არ ვახერხებ. გამიტკბა დასვენება და მეშნია არ მომეწონოს უსაქმურობა.... ლექციები და ვარჯიში კარგია, ნაცნობების ნაკლებობასაც არ განვიცდი. თითქოსდა იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ ყოველ დღე დგება მომენტი, როცა ვხვდები, რომ დღე უაზროდ გავიდა და დაიკარგა. არაფერი, არაფერი საერთოდ, ღირებული არ გამიკეთებია ჯერ რაც ჩამოვედი, თუ არ ჩავთვლი მოგზაურობას 5 ქვეყანაში და კონფერენციას სექტემბერში... დიდი იმედებითა და მოლოდინებით ჩამოსული გადავეშვი პოლოურ დიდ უსაქმურობაში, რომელსაც საქმეს ეძახიან აქ.... ნუ პოლონური ენის რაღაცეებიც ვიწავლე, როგორ არა... მესმის მარტივი საუბრები და შემიძლია ვინმეს რამე გავაგებინო.... ნუ ეს უკვე 4 თვის შედეგია, თანაც პოლონელს არავის ვიცნობ, მხოლოდ გაკვეთილებზე მიღწეული შედეგია...
რა მინდა????????????????
1. გეგმა მინდა ჩამოყალიბებული რას ვაკეთებ?
გეგმას ვინ გამიკეთებს? მეგონა რომ შემომთავაზებდა ჩემი ხელმძღვანელი, მაგრამ არა.... მე თვითონ უნდა ჩამოვაყალიბო გეგმა თუ რას ვაპირებ 2 წლის განმავლობაში.
2. გეგმა როდის უნდა დავწერო ან დავიწყო?
ხვალ!!!!
უკვე აღარ შეიძლება გადადება, უკვე ბევრი დრო დავკარგე.... 5 თვე გავიდა უკვე....
რა უნდა იყოს გეგმაში?
სადოქტორო თემის გეგმა
ყოველდღიური ცხოვრების გეგმა
პოლონური ენა
საუნისერტიტეო საგნები
ვარჯიში და მიზანი სად ვარ და სად მივდივარ.
დეკემბერი
ინავარი
თებერვალი
მარტი
თითოეული თვის გაწერილი გეგმა რას ვაპირებ... მარტამდე მაინც უნდა მქონდეს ჩამოყალიბებულიიიიიი... კარგია შოპინგი, კარგია ვარჯიში, კარგია კინოში და სუშიზე სიარული...ყველაფერი კარგია, მაგრამ გეგმა უკეთესია....ისი ვიცი რომ გეგმით ცხოვრება ყველაზე რთულია ქართველი ადამიანისთვის, მაგრამ "გეგმა ბიუჯეტმა" ხომ გაამართლა
გეგმა ფილმებმა, ხომ გაამართლა? გეგმა ჯანმრთელმა ცხოვრებამ ხომ გაამართლა?
ხოდა ასევე გაამართლებს სხვა გეგმებიც, რომესაც თავში გეგმავ და ჯერ ვერ დავალაგე რომ დავიწყო განხორციელება...
მგონი ენთუზიაზმი მჭირდება.....
ახლა ვიმოგზაურებ იტალიაში (მილანსა და ფლორენციაში), მერე დეკემბერში წარშავა, ბერლინი, დრეზდენი. მერე კარპატის მთებში ახალ წელს შევხვდები და 11 იანვარს ელენესთან ერთად პარიზში.... ერთი ძალიან მაგარი კვირა დაა... და მაინც გეგმა... სად არის გეგმა... ცისფერი მთები ანუ????

ძალიან ბევრი რამ ირევა თავში... ვერ ვლაგდები, ვერ ვისვენებ და რაც მთავარია მუდმივად რაღაც ხდება. დადავიღალეეეეე.... ვსიოოოო.....

Comments