კარპატებში ვიზიტმა სრიალის გარეშე ჩაიარა უთოვლობის გამო, მაგრამ მართლა საინტერესოა, სასრიალო ბილიკები სად უნდა ყოფილიყო. ამ გორაკებზე? ხო ნუ, რას ვიზავთ.. ეს კითხვა პასუხგაუცემელი დამრჩა... ჰაჰააა არა მარტო მე...
გადავიდეთ სხვა საკითხზე. გართობა და ახალი წელი... "იმპრეზა", ეს ალბათ პოლონური სიტყვაა და დღესასწაულს ნიშნავს, სადაც ყოველ დღეს სხვადასხვა კოსტუმები უნდა გვცმოდა. ხან მასკარადიო, ხან ველური დასავლეთიო და ხან აღარ მახსოვს რა დასახელებები... არა, ვაღიარებ, ჯამში "გავართვით თავი", პოლონურ ტრადიციულ ცეკვასა და პოლონელ ახალგაზრდებთან ურთიერთობას... ჩვენ ხომ მხოლოდ ორი უცხოელი ვიყავით პოლონურ საზოგადოებაში. მე საერთოდ ამოვარდნილი ვიყავი ამ თემატიკიდან, ჩემი "ბარძო, პროშეს" ცოდნით, მარო და თამარას კიდევ არაუშავთ, ენა მაინც იციან... :)))
ვაღიარებ, რომ არა დემოკრატიულად მოგვექცნენ ამ "დემოკრატიულ" ქვეყანაში და პრაღაში ვიზიტის სიამოვნება პოლონურ საზოგადოებასთან ერთად წაგვართვეს.... მაგრამ, მაგრამ, მაგრამ... ჩვენ რის ქართველები ვართ (უფ, მერამდენედ ვახსენე და კიდევ რამდენჯერ მომიწევს მომავალშიც ამ ფრაზის გამოყენება), რომ ეს "ჩაგვრა" ასე დაგვეტოვებინა და უკეთესი ტური არ მოგვეწყო პრაღაში დამოუკიდებლად... ხოდა, მოვაწყეთ და ვისიამოვნეთ კიდეც....
კარპატების ამბავი ასე არ მთავრდება.... ხვალ ვაგრძელებ თხრობას
აუუუუ.... "ნიხვატკააა".... არადა, დღეს მინდოდა კარპაჩული ემოციების ბოლომდე გაახლება :* რა მოითმეს ხვალამდეე :)))))
ReplyDelete:) იქნება მარო იქნება... :*
ReplyDelete