NEW WAVE

ორი თვის შემდეგ დაბრუნება...
არ ვიცი რატომ, მაგრამ აქამდე წერის სურვილი არ მქონდა. გასაზიარებელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, მაგრამ წერა მეზარებოდა. როგორც ხდება ხოლმე, რაღაცას იწყებ ენთუზიაზმით და მერე ეს ენთუზიაზმი თანდათან ხუნდება, მერე გბეზრდება, უფრო მეტიც, გეზარება კიდეც...
მაგრამ დასაწყისში ავღნიშნე, რომ ევროპაში ცხოვრება უნდა დამეტოვებინა მოგონებებად წერილობითი სახით, ამიტომ თუ ცოტა უფრო მკაცრი ვიქნები საკუთარ თავთან უკეთესი იქნება (ეს ჩემს თავს)!!!!
რამდენი რამ მოხდა: იყო ბერლინი, იყო ბარსელონა, ასევე პორტო და პატარა ქალაქი ბეჟა, რომელიც პორტუგალიაში მდებარეობს....
თითოეულს თავისი ემოცია და ისტორია ახლავს, რომელიც თითქოს უნდა გამქრალიყო, რადგან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ არა...
მოგზაურობის ემოცია რთულად შეიძლება გაქრეს თუ რაიმემ სხვამ არ გადაფარა...
საბედნიეროდ, თუ საუბედუროდ უკეთესი არაფერი მომხდარა, რომ ეს ემოცია გაუფერულებულიყო....
ხოდა მეც აქ ვარ და ვეცდები გაგიზიაროთ....

თუმცა თითოეულ ქალაქს ცალკე პოსტი "ეკუთვნის". აქ ჯობია ცოტა ყოფით ამბებზე მოგიყვეთ და მოგზაურობის ამბები ცოტა ხანს დავივიწყო....

ახალი გამოცდილება იწყება ხვალ.
ევროპული აკადემიური გამოცდილების პირველი დღე...

დადგა ორთვიანი მოლოდინის შემდეგ ეს "სასწაული დღეც", უნივერსიტეტი იწყება... ხვალ 8:30 წუთზე მაქვს პირველი ლექცია - Classical Roots of Modern Education... შემდეგი საგანი იქნება -  Introduction to foreign languages Teaching and Learning, მესამე Developing teachers' critical thinking through education, და ბოლოს  Management Methods...
როგორც გადაწყდა 4 საგანი უნდა ვისწავლო. ამავე დროს პოლონურის გაკვეთილებსაც მომიწევს დავესწრო კვირაში ორჯერ... და  ტკბილი ლუკმა -  შაბათ-კვირას დავისვენო... :)

ახლა კი წავედი დავიძინე.  უკვე გვიანია და როგორც გითხარით "არა ქართული დროით",  8:30 წუთზე უკვე ლექციაზე უნდა ვიყო.

დიდი შემართებით დავიწყე წერა, მაგრამ ბევრი მაინც ვერ მოვახერხე...

Comments