ისევ და ისევ უნის პირველი დღეები

რა მოხდა დღეს და გუშინ...
გუშინ მქონდა საინტერესო დღე. მენეჯმენტის მეთოდების ლექციაზე მივედი და ლექტორი არ მოვიდა, ან მე ვერ ვიპოვე შესაფერისი კორპუსი, მაგრამ მარტო არ ვიყავი. იყვნენ ერთი ჩინელი, კორეელი და პოლონელი სტუდენტი,  ვინც ელოდებოდნენ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას ვიყავი...
მეორე ლექცია რომელიც სამი საათის შემდეგ მქონდა მეგონა, რომ იგივე კორპუსში უნდა მქონოდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ადგილი ვიცოდი სადაც უნდა მივსულიყავი, მაგრამ ნურას უკაცრავად, იგივე დასახელების "ბ" კორპუსი, აღმოჩნდა რომ ქალაქის სხვა მხარეს არის, ამიტომაც ლექციაზე დავაგვიანეთ მე და კამილამ, მაგრამ ეს ჩემი შეცდომა იყო...
შევედით ლექციაზე, დაახლოებიტ 20-25 სტუდენტია,  ვერ გავიგე ვინ ვინ იყო იმიტომ რომ დასაწყისი გამოვტოვეთ. ჩვენ შევედით და მანამდე რა იყო არ ვიცი მაგრამ პირდაპირ შეკითხვა დასვა ლექტორმა, თუ რატომ არის საჭირო წერა (ლექცის დასახელებაა: "Writing and Literacy")…  ხოო...სიჩუმეა... მერე ვიღაც ამბობს რაღაცას და ისევ სიჩუმეა... გაგიკვირდებათ ისე ჩუმად სხედან. არ გავს ქართულ ლექციას....
მერე ლექტორი აგრძლებს ისევ რაღაცის ახსნას, ალბათ არც ელოდა აქტიურობას,  მერე გონების რუკას აკეთებს და ახალ დავალებას გვაძლევს. უკვე გასაგები ხდება ჩემთვისაც საკითხი, თუ რა უნდა ჩვენგან გერმანელ ლექტორ - ნიკოლს, რომელიც საკმაოდ საინტერესო ჩანს...
გვაძლევს ფურცლის ნაგლეჯებს, სადაც რამოდენიმე ცნობილი ადამინების ფრაზები წერია, თუ რას ფიქრობენ, რას წარმოადგენს "წერის აქტი"...
ეს ფურცლის ნაგლეჯი გვეხმარება ჩვენი აზრის ჩამოყალიბებაში... თითქოს ძაფს გვაძლევს, რომ დავალების აზრი უკეთ გავიაზროთ....
 მინდა გონების რუკა დავხატო, რაც დაახლოებით ჩვენს დაფაზე დაიხატა შემდეგი 10-15 წუთის შემდეგ.
 რა არის წერა და რატომ ვწერთ?


ნიკოლმა დავალებები გაგვიზიარა შემდეგი ლექციისთვის და დავიშალეთ...
ნახევარი ლექცია გამოვტოვე, მაგრამ "ნახევრის მთლიანობაში" საინტერესო იყო... :)
ხოდა ეს ლექცია მოხვდა ჩემი საგნების ჩამონათვალში... გაუმართლა ნიკოლს!!! :D
მოხვდა ჩემს ლექციების ჩამონათვალში ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ შემიძლია შევცვალო ლექციები თუ ლექტორი არ მომწონს ან ლეცია... ხოდა ამიტომაც, გაუმართლა ნიკოლს რომ მომეწონა.... :D


პირველი ლექციის არ ჩატარების გამო მეორე ლექციამდე სამი საათი შუალედი მქონდა, ამიტომაც ჩავთვალე, რომ სამი საათი საკმარისი იქნებოდა ვარჯიშზე წასასვლელად და ფუფუნებით აღჭურვილი სპორტული დარბაზის დასალაშქრად. შევცვალე წნა დღის გეგმა და წავედი დარბაზში...
 Jatomi - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული დარბაზი მთელს პოლონეთში...
მართლა საინტერესოდ გამოიყურება გარედან, ხოდა შიგნით რა ხდება..
.ხოოო...
შიგნით ყველაფერი ბრწყინავს და იდელაურად გამოიყურება, არც ბევრი ხალხია, თუმცა ტრენაჟორები და სხვადასხვა აღჭურვილობა საკმაოდ ბევრია...
პირველ ვარჯიშზე, სპეციალურად გამოყოფილი ადამიანი, მიხსნის თუ სად რა შეიძლება გავაკეთო და რაში დამეხმარება...
40 წუთი ვივარჯიშე და ვიგრძნი ფეხის კუნთები როგორ დამეჭიმა. ჩავთვალე რომ საკმარისი იყო, თუმცა ცოტა მეტი მომსვლია, გუშინ ღამევე ვიგრძენი. მთელი ღამე კუნთების ტკივილმა არ დამაძინა; და დილით ხომ საერთოდ, მოხუცი ქალივით დავდივარ, ვდგები და ვჯდები, ისე მტკივა ყველა კუნთი, მაგრამ ამას ხომ ველოდი... არაუშავს... ორი მეცადინეობაც და ეს ალბათ საწუწუნო აღარ მექნება.... :) შემდეგი ხვალაა... :)))

რა მოხდა დღეს?
დღეს ახალი კაფის გაცნობა. ვესტუმრეთ მე, კამილა და იულია ახალ კაფეს პოზნანის ცენტრში და საინტერესო ტკბილეული დავაგემოვნეთ

მხოლოდ სურათით შემოვიფარგლები, მეტს არაფერს არ გეტყვით... ლამაზი ადგილი კი იყო, მაგრამ  ყავის და ტკბილეულის რა გითხრათ... 


Comments