ირაკლის პირველი წიგნი...

ირაკლის წიგნის დაბეჭდვა ავღნიშნეთ შავი ღვინით.
სასიამოვნო საღამო გამოგვივიდა, ბევრი სიცილი, ხუმრობა და სადღეგრძელოები. იულიამ, უკრაინელმა მეზობელმა, თამადობა იტვირთა. თუმცა უნდა გითხრათ, მეც და ირაკლიც გაოცებულები დავრჩით, როგორ კარგად გაართვა თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს... :)))) ან კარგი მასწავლებლები ვართ, ან კარგი მოსწავლეა. ჯერ ვერ შევთანხმდით....

საინტერესო რიტუალიც ჩავატარეთ. ირაკლის პირველი წიგნი დავასველეთ. გთავაზობთ ვიზუალურ მასალას... :))) ჯერ დაუსრულებელია მაგრამ მაინც...
საინტერესო იყო.



                                             
ტრადიციას ჩავუყარეთსაფუძველიბეჭედი შევქმენით საკუთარი და უნიკალური.
ეჰჰჰ...  წიგნები იყოს ჩვენი დაწერილ-დაბეჭდილი  და ამ ტრადიციის შესრულებას რა უნდა...

რაც შეეხება დღის პირველ ნახევარს, დღეს ვივარჯიშე მეორედ და ჩემი კუნთებიც უკეთ გრძნობენ თავს. საინტერესო ვარჯიში იყო,შერკინება საინტერესო მოწყობილობებთან დარბაზში... მთელი დღე კი დამაკარგვინა ამ ერთმა ვარჯიშმა და რა გითხრათ... არაფერი, საერთოდ არაფერი გამიკეთებია დღეს, თავს დამნაშავედ ვგრძნობ საკუთარ თავთან...

Comments

Post a Comment