კიდევ და კიდევ აღმოჩენა...

გაურკვეველი ემოციაა როცა აღმოაჩენ, რომ რაც თავში მოგდის ყველაფერი ეს უკვე თქმულა, გაფიქრებულა და დაწერილა კიდეც.... რამოდენიმე დღეა "მნიშვნელოვან'' საკითხებზე ვფიქრობ და ვეძებ გზას ჩემს თავში, ეს ნაფიქრი როგორმე დავწერო. ერთ საღამოსაც, ჯდები და ვიღაცის ბლოგს ვაწყდები, არა ქართულად.
და კითხულობ ზუსტად იმას, რაც შენ გინდოდა გეთქვა, დაგეწერა. ალბათ სხვა სიტყვებით გამოგეხატა, მაგრამ მაინც შენს გონების ნაწილს აღმოაჩენ. არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა...

ეს ნიშნავს რომ ყველა ადამინაები ვართ? თუ ეს ნიშნავს, რომ მე სულაც არ ვფიქრობ რაღაც განსაკუთრებულზე... ან საერთოდაც, არც ერთს არ ნიშნავს, კიდევ სხვა ალტერნატივები არსებობს? ან ყველაფერს ერთად ნიშნავს?

Comments