ახალი შიში...მაგრამ რატომ???????

რატომ მეშინია ველოსიპედის ტარების? იმიტომ რომ წავიქეცი?
რატომ მეშინია ცურვის? იმიტომ რომ ერთხელ ვიხრჩობოდი?
რატომ მეშინია თხილამურებზე დგომის? იმიტომ რომ ერთხელ დავეცი და "ტვინი შემერყა"?....
ვააა... მინდა გადავლახო ეს "პრობლემები"... შორიდან ჩანს რომ არაა პრობლემა, მაგრამ რომ ვფიქრობ დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ დღეს ვცადე ველოსიპედი მართლა პირველად ბავშობის შემდეგ და პირველივე დაბრკოლება (წაქცევა, მუხლის ტკენა) გახდა დიდი პრობლემა ტვინში... მეშინია ყველა მოძრავი ობიექტის, ვისაც და რასაც კი ვხედავ, როდესაც ველოსიპედს ვმართავ...
რა ფენომენია? გასაუბრება საკუთარ ფსიქოლოგთან (საკუთარ თავთან ანუ) კარგი იქნებოდა ... მაგრამ საიდან დავიწყო არ ვიცი...
ცუდი გამოცდილება არ ნიშნავს, რომ აღარ განაგრძო რამის კეთება.... ვიცი, გააზრებული მაქვს, მაგრამ როგორ გადავლახო ეს "პატარა ფობიები"???

Just questions are coming in my brain and no answers... Ok, I promise myself that I'll try to ride a bike tomorrow, but I am already sure, that it will be the same like today... I feel and I see..
What is phobia and how it is giving a birth?

For me it is the bad experience, now I am going to read a bit more about the phenomena and then I will see what is my interpretation and what is in general...

Comments