მწვადი პოზნანში... 18.08.2015

იდეა, რომ ქართული, თუ კახური მწვადი შეგვეწვა ირაკლიმ მშვენივრად შეასრულა (სიმართლე გითხრათ მეშნოდა, რომ არ გამოვიდოდა. და ვაღიარე კიდეც ხმამაღლა sorry Irakli... hands up!).
ვიყავით მდინარე ვართავას სანაპიროზე და "ვიმწვადავეთ", ვიპიკნიკეთ და მშვენივრადაც მოვილხინეთ...
ორი უკრაინელი, ორი ქართველი და 8 შამფური მწვადი... :))) ასევე რამოდენიმე იხვი ჩვენ გარშემო, კელების დიდი რაოდენობა და მათ შორის ერთ-ერთს ისე მოვეწონე, რომ მიკბინა კიდეც...
ასევე გვქონდა მოლოდინი, რომ ვიღაც დაგვაჯარმებდა, იმიტომ რომ აკრძალულ ადგილას დავანთეთ ცეცხლი და შევწვით მწვადი....

მაგრამ ჩემდა "სამწუხაროდ" ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჯარიმას და პოლიციას გადავურჩით, თუმცა გულის სიღრმეში ესეც მაინტერესებდა, რატომ უნდა დავეჯარიმებინეთ, როცა უსაფრთხოდ და ჩვენთვის მშვიდად, მშვენიერი მწვადის სუნი დავაყენეთ მდინარის სანაპიროზე... :))))


 

 


Comments

  1. რა ლამაზი ადგილია და რა კარგად წერ ნინა 😘❤️

    ReplyDelete
  2. ვყლაპე ნერწყვები.... ეჰ ....

    ReplyDelete

Post a Comment