UNIMPORTANT DAYS IN POZNAN 31.07.2015

4-5 დღეა არ დამიწერია, ბევრი მიზეზის გამო... ხალისი არ მქონდა - ერთი. მეორე - არც არაფერი მომხდარა მნიშვნელოვანი და მესამე, ახლა ხომ მაინც ვწერ... :)
წინა დღეები მოკლეთ: იყო ხალისიანი საღამო პოზნანში. პირველად ვიხილეთ ღამის პოზნანი და არც ისე ცუდი იყო.
ასევე იყო ზოოპარკში ვიზიტი და სიმართლე გითხრათ ზოოპარკის გარდა ყველაფერი ვნახე... ცხოველები "ფაფუ"... :) წარმოიდგინეთ დიდი ტყე და სანაძლეოზე უნდა ეძებო ცხოველები. თუ იპოვე ხომ, მაგარი ხარ!!! თუ არადა შენი პრობლემაა... :) ხოდა მე ვერ ვიპოვე ცხოველები, მაგრამ პეპლები კიი. საყვარელი და ფერადები.
 



შემდეგი დღეები მოწყენილობისთვის იყო განწირული, რადგან CITY GAME უნდა გვქონოდა და აქაურმა კოორდინატორებმა გადაგვაგდეს!!!!  შეხვედრაზე საერთოდ არ მოვიდნენ, რა ქალაქის თამაში!!!... 
სამაგიეროდ, ''ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე''-ოოო და გოგონებმა სავაჭრო ცენტრები დავიპყარით... უკვე მერამდენედ, მაგრამ ჩვენთვის საინტერესოდ ჩავატარეთ ეს დღეც.
შემდეგი დღის მიზანი კარგი, ლამაზი, საინტერესო კაფის აღმოჩენა იყო... 
ცოტა კვლევა ჩავატარე ინტერნეტში და ერთ-ერთი ავარჩიე... ჩემი "მეზობლები" და მე წავედით და სასიამოვნო დღე გავატარეთ. ჩვენ ხომ წმინდა იულიას დღეს ავღნიშნავდით (უკრაინელ გოგოს იულია ჰქვია)... ყავა მართლა კარგი იყო, დესერტიც საინტერესო და გემრიელი... მერე პატარა საჩუქარიც გავუკეთეთ იულიას. ყვავილები ვაჩუქეთ, ცოცხალი, ქოტნით.

 ამაღამ კი პრაღაში მივდივარ, ორი დღით.
საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით პრაღისა და სოფოს მონახულების შემდეგ...


Comments

  1. პრაღით უნდა დაგეწყო, მიტომ მოსულხარ ხასიათზე :*
    ველი შემდეგ პოსტს პრაღიდან:))

    ReplyDelete

Post a Comment