THE FIRST ORIENTATION DAY IN POZNAN (18/07/2015)

დილა უცხო ხალხით დაიწყო... ლამაზმანი გოგო უკრაინელებითა და ბავშურ სახეებიანი ბიჭებით... ბიჭებს ინგლსური ცოტა გამოსდით, მაგრამ გოგონების რა გითხრათ. ვერაფერი გავაგებინე და ჩემი რუსულით ვერც მე გამაგებინეს ალბათ... :D  მე შევწუხდი მათ ნაცვლად (სიჩუმეზე გიცანიიი... რა შუაშია მაგრამ მაინც...). მაგრამ ერთი ბელორუსიელი გოგო სასიამოვნოდ მოსაუბრე აღმოჩნდა და დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, ბელოსრუსიის პრობლემებზე და ქვეყნის სიდუხჭირეზე... რაც მეუცნაურა იყო ფრაზა: მიუხედავად ყველაფრისა, ხალხი მაინც გაღიმებული და ბედნიერი დადის ქუჩაშიო. რა ფენომენია ვერ მივხვდი, რა აბედნიერებთ? ჩვენც ხომ ასე უნდა ვიყოთ მაშინ?

მოკლედ, დილით შევხვდით ანა ფიდლერს, ჩვენს კოორდინატორს, საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად.
ესეც პირველი ფოტო...



შემდეგი იყო საბანკო ანგარისშების გახსნა და ოთხ საათიანი ჯდომა ბანკში. აღმოჩენა.... საქართველოში საბანკო სისტემა სრულყოფილად მუშაობს. 12 ადამიანის საბანკო ანგარიშის გახსნა სულ რაღაც 3-4 საათი დაგვიჯდა და არ დაგავიწყდეთ, რომ ეს პარალელურ რეჯიმში ხდებოდა და არა თანმიმდევრულად... ჩემი ოპერატორი სტაჟიორი იყო და მე და ირაკლის ორმაგად "გაგვიმართლა".
ფაქტიურად ვასწავლეთ (ირაკლიმ ასწავლა) პასპორტი რას ნიშნავს და ვიზა, რომ არ შეიცავს ბანკისთვის საჭირო ინფორმაციას... :))))
უფფფ როგორც იქნა დავამთავრეთ საბანკო ოპერაციები, თუ მაქინაციები არ ვიცი, მაგრამ ბევრი რამ ვერ გავაგებინე და ვერც გავერკვიე... არაუშავს...ხელი ჩავიქნიე...
შემდეგი ეტაპი კვება იყო და რა, თუ არა "Fast Food"? ერთად თავმოყრილ "ჯანსაღი საკვების" ერთობლიობას გადავაწყდით და გემრიელად დავნაყრდით.
შემდეგი ნაბიჯი კი ინტერნეტის კაბელის ძებნა იყო... აღმოჩნდა, რომ ინტერნეტი გვექნება, თუ კაბელს ჩვენ თვითონ შევიძენთ, ჰოდა აჰაა, თავში ქვა იხალე და ეძებე ინტერნეტის კაბელი... არა მარტივი აღმოჩნდა ესეც მარეკის დახმარებით (მარეკი ადგილობრივი მაცხოვრებელია, რომელიც ცდილობს ჩვენს დახმარებას მსგავს საკითხებში) არც ქვა გვიხლია თავში, არც სამართებელი მუცელში და კაბელიც მაქვს უკვე სახლში. :)
საღამოს ბელორუსიელი გოგო, კამილა, მყავდა სტუმრად ოთახში, სადილმაც სასიამოვნოდ ჩაიარა. განსაკუთრებით საინტერესო იყო სადილზე ქართული ისტორიების გახსენება, მაგალითად, პროექტის "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე" წალენჯიხის საღამო, თავის უცნაური ელემენტებითა და უცნაური მასპინძლებით (ელენესთვის, მოგვიანებით განვავრცობ).
ესეც კიდევ ერთი დღე მიიწურა... :) თუ გაირბინა არ ვიცი, მაგრამ კარგი იყო. საინტერესოც და ემოციურიც...
ღამე მშვიდობის... :)

Comments

  1. ...დღეს დილით კი აღმოჩნდა, რომ ნინას ოთახში კაბელი ისედაც ყოფილა :)))

    ReplyDelete

Post a Comment