KAYAK TRAVELLING EXPERIENCE 24.07.2015

კაიაკი, ეს არის ვიწრო ნავი, რომელსაც აქვს ორ დაბოლოებიანი ნიჩაბი. ასე განმარტავს ვიკიპედია ამ სიტყვას, მაგრამ რომ დაინახავ და თანაც გეტყვიან, რომ ეს შენ უნდა მოსინჯო, მაშინ უკვე სხვა შეგრძნება იღვიძებს... გიხარია...გინდა... მაგრამ გეშინია დიდი და ღრმა წყლის.
მოდი ვნახოთ როგორ დაიწყო... :)


 



რამოდენიმე მცდელობის შემდეგ (რამოდენიმეჯერ სხვა ადგილას მივედით, გზა აგვერია სანაპიროზე ტყის გავლით) მივაღწიეთ სასურველ სანაპიროს, სადაც ვიღაც კაცი, კაიაკებით დატვირთული მანქანით გველოდებოდა. ჯერ დაბნეულობა იყო, რა უნდა გვექნა და როგორ, მერე ბიჭებმა ჩამოალაგეს ეს ნავები და პირდაპირ წყალში შეუშვეს. მე ველოდებოდი ინსტრუქციას ამ კაიაკების მფლობელისგან (გამახსენდა ეგვიპტე, როცა წითელ ზღვაში უნდა ჩამეყვინთა ინსტრუქტორი როგორ დალაგებულად მიხსნიდა, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი წყალში), მაგრამ "შენც არ მომიკვდე" მუნჯურად რაღაცეებს გვანიშნებს და სტუდენტები იწყებენ ჩასხდომას ნავში (ორი ადამიანი ჯდება კაიაკში, წინ უნდა იჯდეს ნაკლებ წონიანი და დაბალი ადამიანი). მე ვიკითხე რა უნდა ვქნა და როგორ მოვიქცეთქო და სიმართლე გითხრათ შემეშინდა და ვიგრძენი გულის ცემა ყელში, ანა ფიდლერი რადგან აღმოჩნდა ჩემი მეგზური დავმშვიდდი, ის ცნობილი მოგზაურის შვილიშვილია მაინც და მიშველისთქო :))))...  ჩავიცვი სამაშველო ჟილეტი და მწვანე კაიაკიც მოვირგე. ჩავჯექი თუ არა მვხვდი, რომ საშიში არ იყო, რადგან გადაბრუნების შანსი არ არსებობდა, მიუხედავად იმის რომ ვიწროა... მე წინ აღმოვჩნდი ჩემი წონისა და სიმაღლის გამო.


 მშვენიერი წყვილი შედგა ჩვენგან. სინქრონიც მარტივად გამოგვივიდა ნიჩბების მოსმის დროს.

Comments