FIRST IMPRESSION OF POZNAN...(17/07/2015)

პირველი გასეირნება პოზნანის ქუჩებში... საინტერესო, საყვარელი და მყუდრო ქალაქია, პირველი შეხედვით ეს ჩვენი პოზნანი... ძველი ნაწილი დავლაშქრეთ და ცენტრალურ მოედანზე კავაც დავაგემოვნე, როგორ ჩაივლიდა ამის გარეშე (აბა, აბა, აბა) შევხვდით კოორდინატორ მარეკს, რომელმაც დაუსრულებელ ჩვენს შეკითხვებს გმირულად გაუძლო. ძირითადი სტრატეგიები რაც ჩვენ გამოვტოვეთ გვაჩვენა და მოკლეთ ლაპარაკითადა სიარულით დაგვღალა და სახლში გაგვისტუმრა...
ახლა უკვე 10 საათი ხდება და ბლოგინგი მახალისებს. არ ვიცი ბლოგის წერის ენთუზიაზმი სადამდე გასტანს, მაგრამ მინდა ეს ორი წელი სადმე აღვბეჭდო. არა მართო ჩემს დღიურში არამედ უფრო ციფრულად... :) ჰოდ მეც აქ ვარ. ისიც ვიცი რომ ბევრი წერტილებია მაგრამ ეს ჩემი არა გამართული აზრების ბრალია ალბათ.
ესეც ჩვენი ან მომავალში ჩემი პოზნანი...:)
 

შორიდან ჩვენს ბათუმელ მეგობრებს ჰგავდნენ, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა...





 

ჩემი უნივერსიტეტი პირველ დღესვე დავლაშქრე...


 






ესეც შიგნით და გარეთ...







 


პოზნანის ძველი ნაწილი


















პირველი ყავა

 

მინდა ველო მყავდეს... და აჰა ეს კაციც ლეგენდას ყვება  რამდენად მაგიურია და რა ძალა აქვს ველოსიპედს... ("თურმე" გადაადგილდება ეს ძეგლი. არ ვიცი როგორ, მაგრამ მიიწევს ნელ-ნელა ქუჩისკენ... მოძრაობს).


 

 
ესეც არტისა და სავაჭრო ცენტრის შერწყმა... ამ სავაჭრო ცენტრის "პატრონი", მილიარდელი ქალი ყოფილა და ახლახანს გასცილდა ქმარს. ასე რომ იჩქარეთ... :)

ვერაფერს იტყვი, ასეთი საინტერესო და სანახაობრივი სავაჭრო ცენტრი არ მინახავს... მაგრამ ადგილობრივებმა მაინც გაგვაფრთხილეს, მიუხედავად იმის რომ ხელოვნების წილიც დიდია, მაინც ადგილია სადაც მარტო ფულის დახარჯვა შეიძლებაო...

ვითომ ჩვენ არ ვიცოდით... BUT WORTH TO SEE IT... :)

Comments