FAMOUS TRAVELER FIEDLER'S MUSEUM. 24.07.2015

რამოდენიმე დღის მოყოლას ვაპირებ... ბევრი რამ მოხდა... 
მთავარი და მნიშვნელოვანი "უცხო" ადამიანებთან ურთიერთობის დაწყებაა.
აქტივობა TEAM BUILDING-ი საერთო საცხოვრებელში, კულტურების გაზიარება და ტრადიციების გაცნობა...  ნუ, ქართველებს ვინ გვაჯობებდა ამ ამბავში და ქართული, ტრადიციული ლექსიც გამოცხვა. სამწუხაროდ ვერ გთავაზობთ (დიდი ზომის გამო ვერ ავტვირთე). 
ბელორუსიელმა მეც აქ ვარ და მეც მტკივა ჩემი სამშობლოვო და ტოლი არ დაუდო ირაკლის ლექსის კითხვაში... 
რაც მართალია მართალია TEAM BUILDING-ი შედგა...
შემდეგი დღე უკვე ერთ დღიანი, მაგრამ ძალიან დიდი მოგზაურობა იყო... დაიწყო რათქმა უნდა ყავით.

პროგრამის კოორდინატორებმა ჩვენი გაოცება გადაწყვიტეს. ჯერ მუზეუმებითა და სასახლეებით და მოგვიანებით კი მოგვიანებით გეტყვით. :))) თუმცა მინდა ვთქვა  გამოუვიდათ!

თეოდორ ფიდლერი, ძალიან საინტერესო მეოცე საუკუნის მოგზაური, ვინც თავის გამოცდილებას სხვებს წიგნებით უზიარებდა, რადგან ამდენი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი არ იყო... 
მუზეუმის ექსპონატები იმდენად ემოციური არ იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ემოციას ამძაფრებდა თეოდორ ფიდლერის შვილილიშვილი, რომელიც გიდობას გვიწევდა და სიამოვნებით გვიყვებოდა მისი წინაპრის განვლილ გზას.
გთავაზობთ მუზეუმის შესასვლელის ფრაგმენტს, ანა ფიდლერის, დიდი მოგზაურის რძლის, მოკლე ინსტრუქციით:


 ასევე კულუარებში გვითხრეს, რომ ამ ცნობლ კაცზე და მოგზაურზე ფილმის გადაღებას გეგმას პოლონელი რეჟისორი, რომელიც წელს ოსკარზე იყო წარდგენილი (ოსკარის ხსენება ალბათ ამძაფრებდა შეგრძნებას, რომ სერიოზული ფილმი იგეგმება, ხელწამოსაკრავი კი არ იყო პაპაჩემი-ო). ბოლო სცენარი უკვე მოიწონა შვილიშვილმა, ბევრი კრიტიკული დაწუნებების შემდეგ და ახლა ელოდებიან, უკვე ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვან ნაწილს - დაფინანსებას!!!! :))))



 


მუზეუმში კიდევ ერთი რამ, რაც მომეწონა და გამაოცა იყო ის შეგრძნება, რომ რაღაცეებს ბლომდე არ ამბობდა ეს კაცი,  იქვე ამატებდა, ესეც იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდეთ აქ და მეტი გაიგოთო... :)

ეს პატარა მოგზაურობა, დიდი მოგზაურის მუზეუმში გემრიელი სადილით დაგვირგვინდა.
ფიდლერების ოჯახში ტრადიციული საკვები დავაგემოვნეთ. 



Comments