COLD MORNING IN POZNAN (18/07/2015)

დილის რვა საათია. რატომ მღვიძავს და რატომ ვარ წერის ხაზიათზე არ ვიცი, როცა საქართველოში ამ დროს გაღვიძება ჯოჯოხეთია ხოლმე. ნუ, ისე ცუდი არ იქება, ამ დროს იწყებდე დღეს...
ძალიან გრილი დილაა. საბანი მახურავს ისე ცივა, მაგრამ არ მგონია სიცივე იყოს მიზეზი ჩემი უძილობისა. დღეს პირველი შეხვედრაა უნიში. საიფორმაციო შეხვედრა, ყველა ნიუანსისა და წვრილმანის გაცნობის... ასევე სხვა სტუდენტების გაცნობაც. გუშინდელი დიდი აღმოჩენა იყო ის, რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა პოლონურის გარდა არაფერი იციან და მე კი მხოლოდ "ჯენ დობრი"= გამარჯობა და "ჯან კუიე"= მადლობა ვიცი... ენის პრობლემა დიდია, მაგრამ რუსული სიტყვები ჰგავს  პოლონურს და ჟესტების ენისა და ჩემი "ვაი" რუსულის შერწყმით შეიძლება რაღაც გაარკვიო, ან სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდე. მაგალითად გუშინ, ტელეფონის კარტის გადასაჭრელად ტელეფონის სერვის ცენტრის ნაცვლად ბანკში შევედით (არადა დარწმუნებული ვიყავი) და დაჟინებით ვითხოვდი მომსახურებას... გაოცებული დაბნეულობა იყო და კარტაც კი რომ მივეცი მითხრეს "ბანკ"... და ტან ქიუე, ტან ქიუე-თი გამოვედი უკან. ბანკშიც არ იციან ინგლისური...
ახლა კი წავედი, დღეს საინტერესო დღე მელის... 

Comments