ადამიანების "ოფლაინში" გადაყვანის ჩემებური თეორია



სოციალურ ქსელში ადამიანებთან ურთიერთობა, მათი თვალის დევენბის საშუალებასაც რომ იძლევა, უკვე დიდი ხანია ვიცით... 
შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ადამიანებს და მათ აქტიურობა-პასიურობას. რამდენად ხშირად შემოვიდნენ, ან რამდენი ხანი გაატარეს კომპიუტერთან. 

სასაუბროს გათიშვაც ფენომენია. ანუ არ გცალია, მაგრამ "ფეისბუქი" ჩართული გაქვს. სულ ერთი წუთის გასული ხარ, ანუ ონლაინში ხარ, მაგრამ ყველასთვის არა, მხოლოდ ადამიანებისთვის ვისთან კონტაქტიც გინდა...

მაგრამ, აი... პერსონალური ჩატის გათიშვას საერთოდ სხვა დანიშნულება აქვს ჩემთვის. ეს ნიშნავს, რომ მე ვიწყებ შეტევას საკუთარ თავზე. მინდა ადამიანი გავაქრო ჩემი მხედველობის არიდან. არ ვიფიქრო, არ ვამოწმო, როდის შემოვიდა და გავიდა. არ მივწერო. 
ეს უკვე წუხილს ნიშნავს და შესაბამისად რეაგირებაზე ფიქრიც იწყება. 
აქამდე იმის დანახვა, რომ ონლაინში შემოვიდა, მახარებდა და ველოდი, თუმცა რაღაც პერიოდის მერე ეს იცვლება. ჩემი სიხარული მალე ნერვიულობად იქცევა, იმიტომ რომ ავადმყოფი ვარ!... 
ველოდები როდის მომწერს, ან არც ველოდები და უბრალოდ ვწერ, მაგრამ პასუხი არაა...

ტომ! პასუხი არაა... ტომ! პასუხი არაა... :)

ხოდა, იყავი მშვიდად შენც ონლაინში, ოღონდ ოფლაინის სტატუსით და მეც ოფლაინში შენთან, მაგრამ რეალურად ონლაინში...

P.S.
ოფლაინში ყოფნა თუ დიდხანს გაგრძელდა, ეს უკვე საშიში ფენომენია... ანუ, ეჩვევი ადამიანის გარეშე ყოფნას და ინტერესიც ნაკლებია თუ რა დროს ატარებს ის ვირტუალურ სამყაროში.
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ძირითადად, მხოლოდ ვირტუალურად ვამყარებ კომუნიკაციას ადამიანებთან, ჩემი პოლონეთში ყოფნის გამო, გამოდის, რომ ვაიძულებ თავს და ვწყვეტ ურთიერთობას ადამიანთან, ვინც მადარდებს და ბევრს, დაუსრულებლად მაფიქრებს.

ან... უბრალოდ ვაძლევ სივრცეს, რომელიც წავართვი მას და თავი მოვაბეზრე ჩემი დაუსრულებელი "caring"-ით.

მაგრამ ესეც გაივლის...

საკუთარი თავის თერაპიაა ესეც, ეს "ვითომ სტრატეგიაც"...

Comments