პატარა მოვლენები რატომ მართავენ ემოციებს?



თითქოს არაფერი არ მომხდარა, პირიქით უნდა გამხარებოდა კიდეც, რომ ერასმუსის 2016 წლის ჯგუფმა, არ მითხრა საჩუქრის შესახებ, რომელსაც კოორდინატორისთვის ამზადებდნენ... არც ფინანსურად მიმიღია მონაწილეობადა და არც იდეა ვიცოდი.  შეხვედრის ბოლოს საზეიმო ცერემონიალი გაიმართა და მე გაოცებული ვუყურებდი... მეც მივიღე მადლობა, თუმცა ვაღიარე, რომ არაფერი ვიცოდი ამის შესახებ და მონაწილეობაც არ მიმიღია საჩუქრის შეძენაში. მგონი "კახურად", მაგრამ პირდაპირ, ხმამაღლა ვიკითხე, თუ რატომ არ ვიცოდი და არ მითხრეს ამის შესახებ... ცერემონიალიც გავაფუჭე, როგორც მჩვევია ხოლმე, ჩემი პირდაპირობით... მოგვიანებით აგიხსნითო - იყო პასუხი. თუმცა პასუხი იყო, რომ მე წინა წლის ერასმუსი ვარ და არ ეგონათ, თუ უნდა ეთქვათ.

ეს სულ ერთ წუთს გრძელდებოდა, თუმცა ჩემი მთელი დღე შეიცვალა ერთ წამში. იმის გაფიქრება, რომ ვიღაცეებს შენი არსებობა ავიწყდებათ გულის დამწყვეტია. მერე იწყებ ფიქრს, რატომ უნდა მომხდარიყო ეს და აანალიზებ  შენს ბრალეულობას, რომ არ ხარ სათანადოდ გახსნილი, ვერც კომუნიკაციას ბედავენ და ვერც გახსნას შენთან. ურთიერთობის კომფორტს არ ვუქმნი და შესაბამისად ვერც გრძნობენ, რომ ეს "შემოგბედონ", ეს ხომ შენ უნდა გაგეკეთებინა, ისინი ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდნენ და ეძებდნენ მეგობრებსა და ნაცნობებს. შენ კი ადექი და "მაგარი გოგოს" როლი ითამაშე აქაოდა მყავს მეგობრებიო?   საკუთარი მწარე ფიქრების გამხელა არც ისე მარტივია, მაგრამ ეს რეალობაა, რომელიც უნდა მივიღო, ან შევცვალო როგორც "სხვებს" ვეუბნები ხოლმე... ამ შემთხვევაში უნდა მივიღოო და არ ვეცადო მის შეცვლას, მაგრამ ფაქტია, ეს ამ მოვლენამდეც ვიცოდი, რომ არ მინდოდა შეცვლა და ამიტომაც მოხდა ეს ფაქტი დღეს...

P.S.

ეს ნაწილი ჩემს თავში არ მომწონს, ზედმეტად თავდაჯერებულობა მაგრამ ეს ასე ჩანს თორე სულაც არ ვარ...
ვარ ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული გოგო, ადამიანები რატომ მაფასებენ სხვანაირად არ ვიცი..... ან ვიცი და ვერ ვუტყდები საკუთარ თავს? არ ვარ ამაყი, და ბევრ რამეში თავდაჯერებულობაც მაკლია...

Comments