ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე. ჩემი ცხოვრება განსაკუთრებით ბევრ სიურპრიზებს მიწყობს. არის მომენტები, როდესაც მოწყენილობით კვდები (ეს იშვიათად, საბედნიეროდ), მაგრამ არის ასევე მომენტები, როდესაც არ იცი სად წაიღო ამდენი ემოცია. თუ მთავარ გმირს ემოციებს ვერ უზიარებ, ხომ საერთოდ ამოფრქვევის პირას ხარ და ეს სასწაული შეგრძნება "გაწუხებს", მაგრამ ამავე დროს გაბედნიერებს და გახარებს...
რისი თქმა მინდა? რატომ მივედ-მოვედები? არ ვიცი... მინდა ისე დავწერო, ვერავინ მიხვდეს და ამავე დროს ემოცია გარეთ გამოვიტანო. ეს ხომ საკუთარ თავთან და აზრებთან დიდი "ჩელენჯია"... შევძლეებ? ოკ, მოდი ვცადოთ...
დოპამინი არის ჰორმონი, რომელიც ბედნიერების დონეს განსაზღვრავს ორგანიზმში - ასე ამბობენ მედიცინაში. ბევრი არაფერი გამეგება მედიცინის, მაგრამ დოპამინის დონის ცვალებადობა რომ შედეგებს იწვევს, ეს ფაქტია...
გეგმა: სიურპრიზი
ადრესატი: "უცნობი"
შემსრულებელი: ნაცნობი და თანაც, ძალიან ახლო ნაცნობი - საკუთარი თავი; დიდი დამხმარე ძალა - მეგობარი.
მოქმედების ადგილი: ევროპა-აზია, ან უბრალოდ ევრაზია... :))) უფრო კონკრეტულად კი პოლონეთი-საქართველო.
გეგმა A: ვააა, ვერ გამომდის წერა... არადა რა ნათელია. გეგმა უკვე არსებობს... არათუ დაწერილი, არამედ უკვე განხორციელების ბევრი ნაბიჯიც გადადგმული. კვლევა ჩატარებული, მასალა მოძიებული, გაანალიზებული, შესაბამისად პროდუქტი შერჩეული და საბოლოო გადაწყვეტილებაც მიღებული. ახლა დარჩა დრო, ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გეგმაში. ალბათ ასევე დარჩა, წინააღმდეგობები და ის გაუთვლელი ნაბიჯები, რასაც წინასწარ ვერ გათვლი და ჩემზე არაა დამოკიდებული...
გეგმა B: თუ შერჩეული პროდუქტი გაყიდულია და "სერვისი" ვერ შეასრულებს იმ პირობას, რაც ჩემს გეგმას სჭირდება, რა ხდება მაშინ? ჰოოო... რთულია, არ ვიცი.
არა! ვიცი!... მომიწევს მეგობრების ჩართულობის გაზრდა... რთულია, დროსა და მანძილში არ დაიკარგო და შენი ყველა სურვილი ისე აასრულო, როგორც შენ წარმოგიდგენია...
წარმატება ჩემს გეგმას!!... გონებაში ვიზუალიზაცია არის. ეს რაღაში მჭირდება? უფ, რა ვიცი, ავტომატურად ხდება, მჭირდება თუ არა არ ვიცი...
ვნახოთ, შედეგიც ისეთივე დიდი დოზით დოპამინს გამოიწვევს თუ არა... :)))
შედეგებს არ მოგაწვდით, მაგრამ ემოციებს ალბათ გაგიზიარებთ...
Comments
Post a Comment