პასუხისმგებლობა...

ერთხელ შეკითხვა დავსვი, პასუხისმგებლობა რომელსაც ჩვენ თვითონ ვიღებთ საკუთარ თავზე,  სასიამოვნოა თუ ტვირთია? პასუხები ავტომატურად იყო, გააჩნია პასუხისმგებლობასო...
მას შემდეგ რამოდენიმე წელი გავიდა და ისევ მაწუხებს ეს შეკითხვა, კონკრეტული პასუხისმგებლობებიდან გამომდინარე... პასუხისმგებლობა სასიამოვნოცაა და ამავე დროს დიდი ტვირთიცაა... თუ დიდი ტვირთია, რატომ ვიღებთ საკუთარ თავზე? შეიძლება პასუხისმგებლობის აღებას ისე ვახდენთ, რომ მის შესაძლო შედეგებზე და სირთულეებზე არასოდეს ვფიქრობთ წინასწარ და მოგვიანებით, უკვე ჩვენი რეალობაა, რომლის შეცვლა უკვე რთულია. არც ისე რთული საკითხი რომელიც თავდაპირველად მარტივი ჩანდა, აღმოჩნდება რომ უამრავ სირთულეს მოიცავს და ამ ყველაფრის გადალახვა გვიწევს, ან ვერ ვუმკლავდებით და იწყება ცუდი ხასიათით და შინაგანი ბრძოლებით და უარეს შემთხვევაში, თვით გვემით მთავრდება... 
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვკარგადვთ კომფორტს საკუთარ თავთან, გამოსავლის ძიებას ვიწყებთ, რაც უკვე "მუვინგ ფორვარდს" ნიშნავს და კარგია... ვიწყებთ ფიქრს, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, ჩვენი ქმედებით, თუ ვიღაც სხვების დახმარებით... და მაშინ უკვე ჩვენი დისკომფორტი უკანა პლანზე გადადის, რადგან ვიცით, რომ კარგი თუ ცუდი შედეგით უნდა შეიცვალოს ჩვენი არსებული მდგომარეობა. 
ამის მოლოდინი არ მაძლევს თვითგვემის საშუალებას, ამ კონკრეტულ ეტაპზე მაინც, სანამ რაიმე არ გაირკვევა და არ ვიქნები, ან სასოწარკვეთილი ან, პირიქით, დაწყნარებული....
ეს აფსტრაქტული აბზაცი არაფერს ამბობს გარდა სიტყვების რახარუხისა, თუმცა მის უკან ფორმულა დგას, რომელიც მე ხშირად გამომიყენებია და ამ წუთასაც ვცდილობ ერთი პრობლემის გადაჭრას, რომელიც არც ისე მარტივია ამ ეტაპზე ჩემთვის, თუმცა ორი-სამი თვის შემდეგ სასაცილოც კი იქნება, დარწმუნებული ვარ... მინდა, ეს ტვირთი მომეხსნას და ხვალ ისევ კომფორტში გავიღვიძო საკუთარ თავთან. თუ არადა ცუდად ვგრძნობ თავს და არ მომწონს ეს გარემო...

Comments