მიამიტობა, ზედმეტი მორიდებულობა, თუ გულისტკენის შიში

პატარა ბავშვივით ტირილი მინდა... რატომაა ეს სამყარო ასეთი? რატომ არიან ადამიანები ასეთები? რატომაა ყველაფერი ასე რთული? რატომ ვიქცევით ადამიანები ასე? მარტივი ცხოვრებაა და რთულდება წამებში... უბრალო, პატარა ამბავიც ამხელა გავლენას ახდენს ჩემს ხასიათზე... რა მოხდა? ერთმა გოგომ პრეზენტაციის გაგზავნა მთხოვა დავალების შესრულების შემდეგ. და მერე რომ ვთხოვე რომ მასაც გამოეგზავნა თავის გაკეთებული პრეზენტაცია ჩემთვის, აღმოჩნდა ზუსტად ჩემნაიარი გაუკეთებია. სათაურებიც კი ერთნაირია... რატომ ვიქცევით ადამიანები ასე? მან გაიმარტივა საქმე და მე? არ დამიმალავს ჩემი აზრი და ვუთხარი რომ თანმიმდევრობა და შინაარსი შესაცვლელია. ძალიან გავს ერთმანეთს. პრეზენტაცია მეტი რა არის? შინაარსი და თანმიმდევრობა...
ძალიან გავბრაზდი, არა არ გავბრაზდი, გული დამწყდა ჩემი მიამიტობის გამო... ახლა კი ტირილი მინდა, იმიტომ რომ თავიდან უნდა გავაკეთო... იმიტომ რომ შემრცხვება ხვალ, ორი მსგავსი პრეზენტაციით ვერ ვიზავთ...
რა ქვია ამ ჩემს რეაქციას? არ მინდა რომ გული ვატკინო და ვცდილობ არ ვიყო მკაცრი. არადა მეტი მკაცრი როგორ ვიყო? მივახვედრე რომ არ გამოვა. მაგრამ მაინც ცუდად ვგრძნობ თავს. მაწუხებს რაღაც...

Comments