მისია იტალიური ენა

სასწაული ხალხი ვართ ეს ქართელები რააა... ამბიციურები და თანაც ზარმაცები. ამბიციური - იმიტომ რომ იტალიურის სწავლა გადაწყვიტო პოლონეთში და ზარმაცი კი  იმიტომ რომ პოლონური ენის სწავლაზე უარი თქვა სიზარმაცის გამო . 
აი მაგალითად, ცხოვრობდე პოლონეთში და გადაწყვიტო, რომ პოლონური კი არა იტალიური ისწავლო, ეს ამბიციაცაა და სიგიჟეც... სიზარმაცის რა გითხრათ.
ირაკლი მეტყოდა ამბიცია არაააო, ეს სურვილია და გამოვაო. ისიც მართალია თავისებურად. მაგრამ ამბიცია რატომაა გეტყვით. იტალიურს სწავლობდე ჯგუფთან და მასწავლებელთან, სადაც ინგლისური არავინ იცის და შენ კიდე მხოლოდ ''საყველპურო'' პოლონური იცოდე, ნიშნავს უამრავ სასაცილო სიტუაციას თითოეულ გაკვეთილზე. რომ აღარაფერი ვთქვათ იტალიურისა და პოლონურის გაურჩევადობაზე გაკვეთილზე. სად იწყება იტალიური და სად გრძელდება პოლონური კაცმა არ იცის და პირიქით (ალბათ იცის მაგრამ მე არ ვიცი, ჯერ ჯერობით). მე კი მაინც მონდომებით ვცდილობ და ვაგრძელებ. რა მოტივაციაა ასეთი ნეტა მაცოდინა. :))) უკვე მეოთხე მეცადინეობაა და მე მაინც არ ვნებდები... ამბიციაა აბა რააა. წადი შვილო, დაჯექი სახლში და მიხედე სხვა რამეს. ცოტა გაქვს მისახედი?... :))) 
საინტერესო ჩემი ამბიცია კი არაა, ჩემს გვერდით მჯდომი ბართლომეოსია... რომელიც დაახლოებით 65-70 წლისაა და ჩემზე მეტად ამბიციური გამოდის გადაწყვეტილებაში. იტალიურის სწავლა გადაწყვიტა ახლა, ამ ასაკში. ჩემი "ამბიციური" იტალიურით დავადგინე, რომ ფრანგულსა და გერმანულს კარგად ლაპარაკობს და ნეტა ინგლისურმა რა დაუშავა??? მეც ხომ მეშველებოდა ცოტა მაინც (მომეხმარებოდა გაკვეთილზე)?!  საყვარელი კაცია, რას ვერჩი. აი ზუსტად ისეთია,  სტაჟიორი რომაა იმ კინოში (''სტაჟიორი") მოწესრიგებული, ჰალსტუხითა და ტყავის ჩემოდნით, მთალად რობერტ დე ნირო ვერაა გარეგნობით, მაგრამ  წელში გამართული და ალბათ დახვეწილი მეტყველებაც აქვს. ალათ იმიტომ, რომ ეს ჯერ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია "გრაცე" და "პრეგო" არ მაკლია ... :)))) 
ხო საინტერესოა, როცა ასეთ ასაკში გადაწყვეტ ენის სწავლას?  მეგონა, რომ მეორე ლექციაზე აღარ მოვიდოდა, მერე მესამეზეც იგივეს ვფიქრობდი, მაგრამ არა! ზუსტად 17:28 წუთზე შემოდის საკლასო ოთახში, არ ჯდება ჩემს გვერდით. ამ დროს ყველას პარტნიორი ჰყავს და მასწავლებელი ადგილის შეცვლას სთხოვს. ისიც  მოწიწებითა და ბოდიშებით გადმოდის ჩემს გვერდით და ვიწყებთ მასწავლებლის მითითებებით სასაცილო დიალოგს იტალიურად
სკოლაში რომ ვიყო, ვიფიქრებდი ხალხს ვაშინებ, არავინ ჯდება ჩემთანთქო და თავს ცუდად ვიგრძნობდი, მაგრამ პოლონურმა ერთწლიანმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ პოლონელებს მოკრძალებულობა არ აძლევთ  "ამის" საშუალებას. ამიტომაც ვპატიობ, რომ არ ჯდება ბატონი ბართლომეო  ჩემს გვერდით და კონტაქტით კიდე რა ქნას? იტალიურის ანაბანას ვსწავლობთ და პოლონური კიდე, ფაქტია, არ ვიცი... :)))) 
ესეც ჩემი ახალი წამოწყება, ''მისია იტალიური ენა''... 
ვნახოთ, ასე ძლიერი ენთუზიაზმი რამდენ ხანს გასტანს...

Comments