დავიწყებული საქმე... შემობრუნება...

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ჩემს ბლოგს აღარ ვწყალობ... მეკითხებიან მეგობრები სად არის ახალი პოსტები... ამას რატომ არ წერ? - როცა რაიმე საინტერესოს ვუყვები, შეიძლება საინტერესოსაც არა, მაგრამ აქაურობისთვის, პოლონეთისთვის, დამახასიათებელს, ხოდა მეც გადავწყვიტე დავბრუნდე...
მე ხომ დასაწყისში თავს პირობა მივეცი, რომ ეს ორი წელი უნდა სამუდამოდ "დამებლოგა"... :) ხოდა აჰა, აქ ვარ...
საიდან დავიწყო? ჰოო ბევრი რამ გამოვტოვე... იყო ოთოს ვიზიტი საქართველოდან და ვარშავის წვიმიან ამინდში ერთ დღეღამიანი ტურისტობა... ასევე იყო თორნიკესა და გიორგისთან შეხვედრა ვარშავაში და ვარშავის დაპყობა შეძლებისდაგარად ერთ დღეში... ეს ჯერ კიდევ დეკემბერში იყო...
მერე პოზნანს ვესტუმრეთ მე და ოთო და პოზნანური სტეიკისა და პოლონური პეროგების დაგემოვნების შემდეგ, "სტარი რინეკზე" ბოულინგიც ვითამაშეთ და პირველად ჩემს ცხოვრებაში წავაგე... როგორ დამამახსოვრდა? მიხვდით ალბათ, რომ ამხელა ემოციებში ესააა აღსანიშნავი, რომ წავაგე და მეტი არაფერი!!!!... :) ნუ, რას ვიზავთ მუდმივად გამარჯვებული ვერ იქნები, ხოდა შევეგუე! თუმცა ვერ დავივიწყე... :))))
იმავე ღამეს გერმანიის გზას შევუდექით მე და ოთო. ვესტუმრეთ დედაქალაქს, ბერლინს, სადაც მართლა საინტერესოდ გავატარეთ სამი დღე და შეძლებისდაგვარად ავითვისეთ ბერლინის ძირითადი ადგილები...

 


 
.
და ახლა დრეზდენის დროც დადგა... საინტერესო და წვიმიანი შობა გავატარეთ დრეზდენის სასტუმროში. გარეთ შობის ღამეს არაფერი ხდებოდა, და უფრო მეტიც ყველაფერი დაკეტილი იყო. კიდევ კარგი მოვიმარაგეთ საკვები და სასმელი; სასტუმროში ავღნიშნეთ შობა შავ ღვინოსთან  და აკრძალულ სანთლებთან ერთდ. რატომ აკრძალული? იმიტომ რომ სასტუმროში სადაც მოწევა აკრძალულია, სანთლის ანთებაც არ შეიძლება თურმე, მაგრამ ჩვენ რის ქართველები ვიყავით აკრძალვა არ დაგვერღვია და ავანთეთ სანთლები... :)  მშვენიერი გულახდილი საუბრებიც მოვაწყეთ შობის ღამეს.... შობის მეორე დღეს წვიმამ არ გვაცალა სრული სიამოვნება მიგვეღო დრეზდენის ქუჩებით და ამიტომაც სიამოვნება ზვინგერის სასახლეს მივანდეთ. მუზეუმებს ვესტუმრეთ... ხელოვნების, ფიზიკა-მათემატიკის და ფაიფურის მუზეუმი მოვინახურლეთ და რა თქმა უნდა ვისიამოვნეთ საშობაო ბაზრობებით ღია ცის ქვეშ, სადაც ცხელი ღვინო და შემწვარი სოსისი პურში განსაკუთრებულ სურნელს აფრქვვდა მთელს ქუჩებში... ასევე სასიამოვნო იყო ღია ცის ქვეშ ცოცხალი მუსიკის, არც მეტი და არც ნაკლები, როიალის და კლასიკური მუსიკის მოსმენა...

 
დრეზდენის ორმა დღემაც სწრაფად გაირბინა და უკვე დრო დადგა ოთოსთან განშორების... ოთო პრაღაში, მე ჯერ ისევ ბერლინში და მერე პოზნანში დავბრუნდი....
რა მოხდა შემდეგ, შემდეგი ისტორიაა... ხოდა იხილეთ შემდეგ პოსტში...

Comments