წვიმაში
საქანელას რომ ინატრებ და უცბად ახდება, მართალია ხელოვნური წვიმით მაგრამ მაინც... ასე იყო ერთ საღამოს...
მერე ისე გამიტაცა ამ ვიდეოს ყურებამ და სურათების თვალიერებამ, რომ ქუჩაში ბანერს დავეჯახე თავით. იმხელა ხმა ქონდა ჩემს თავს, ირაკლიმ და იულიამ ვერც კი გაიცინეს შიშით, არადა როგორ უნდოდათ... :D :D :D
მე გამოვფხიზლდი გემრიელად, სიცილის თავი მართლა არ მქონდა, მაგრამ კოპს გადავრჩი... :))))
წინა დღეებში კი, ქუჩაში მხიარული ახალგაზრდობის ნაკადს გადავაწყდი, უბრალოდ უხალისებდნენ ცხოვრებას ერთმანეთს და გამვლელებიც მხარს უბამდნენ ცეკვით...
მეც მინდოდა მეცეკვა, მაგრამ ვიდეოს ვინღა გადაიღებდა? ამიტომაც გამოვტოვე... :( :)
)))))))
ReplyDeleteეეე, ეს რა კარგი რამე გამოგვრჩენია ჩვენ, დანარჩენ პოზნანელებს :) ) )
ReplyDelete