NEW ROOMMATE 08.08.2015

სოფიო ესპანეთში გავაცილე და მე ჩემს "მშობლიურ" პოლონეთში, პოზნანში დავბრუნდი...

უფფფ... მეგონა, არა... არ მეგონა, მართლა კარგად ვიყავი, მაგრამ სახლში მისულს სიურპრიზები დამხვდა... :)


პირველი სიურპრიზისახლი გავაღე და ჩემი საძინებელი რატომღაც დაკეტილი დამხვდა... ღამის 1 საათია... ჩავდივარ საცხოვრებილის ადმინისტრაციაში და ვუხსნი ინგლისურად, რომ ვერ შევდივარ ჩემს ოთახში... მაგრამ რა გინდა ქნა?! არც ერთი ინგლისურის სიტყვა არ იცის ამ ქალმა, ვისაც ველაპარაკები, და ჩემი პოლონური კი, ჯერ ჯიდევ 4 (გამარჟობა, მადლობა, არაფერს, ნახვამდის) სიტყვით შემოიფარგლება... სხეულის ენაც გამოვიყენე და გასაღებით ავუხსენი, რომ ვერ ვაღებ და დამხმარეთთქო. იცინის!!! ვერ გავიგე, მეც უნდა ვიცინო თუ ვიტირო?!!! ბოლოს მაჯაში მოვკიდე ხელი და ვანიშნე, რომ წამოდი და ნახეთქო... 
მოკლედ, მივიყვანე და გამიღო კარი. მაგრამ მაინც ვერ გავერკვიე რა მოხდა... 
მთავარია მაქვს ჩემი ოთახი ღია, აღარ ვფიქრობ... 
ერთი სული მაქვს შხაპი მივიღო და დავიძინო. სულ არ მადარდებს რა მოხდა, ხუთ წუთში მავიწყდება ყველაფერი... 
იწყება მეორე სიურპრიზი
მაგრამ... კარზე გასაღები მოარგო ვიღაცამ და შემოსვლას ცდილობს...ოჰოოო... 
რა უნდათ ამ შუა ღამეეესს?? იღება კარი და...
შემოდის ერთი გამხდარი, პატარა გოგო, შეშინებული თვალებთ, დაბნეული. ვერ იგებს რა ხდება.
მე ხომ საერთოდ დაბნეული ვარ: რა უნდა? ვინაა? ვის დაეკარგა? და ველოდები, რომ რამეს მეტყვის.

- გამარჯობა... 
- გაგიმარჯოს... და ჩემი თვალები ამბობს მერე? რა გინდა, ჰაა ამოღერღე... :)))

ეს საყვარელი გოგო და მე -  დაღლილი, წაშლილი მონსტრი, რამოდენიმე წამი ჩუმად ვდგავართ და მერე იწყება... :)))) 
რუსულისა და ინგლისურის სასწაული კომბინაციით იწყება გულის ამაჩუყებელი ტექსტი, ძალიან უხარია რომ შემხვდა (გონებაში ვაანალიზებ: ჩემს სამფლობელოში ახალი ადამიანი მყავს), უხარია, რომ ასეთი კარგი ვარ (რა იცის? ისეთი თვალები მაქვს, აშკარადა არ მიხარია), მარტო ცხოვრება არ უნდოდა. ეშინია ახალი, მარტო ცხოვრების დაწყების და უხარია, რომ ჰყავს ადამიანი, ვინც დაელაპარაკება... უამრავ ბოდიშს იხდის და ეს უკვე აღარ მთავრდება, ჩემი მოთმინებაც ვეღარ უძლებს... მერე მივხვდი რომ წინასწარ იყო მომზადებული ეს საყვარელი ტექსტი... :) 
ოკ... გავიაზრე და მივხვდი რაც ხდებაჩემს თავს. მოლდოველი გოგო, ირინა, შემომისახლეს ჩემს ორ ოთახიან საცხოვრებელში... როგორც იქნა დავაოკე ეს საწყალი ბავშვი. ბოდიშიც მოვიხადე, დაღლილი ვარ და აჰა შეჰი ბურთი და მოედანითქო და შევუშვი "თავის" ოთახში, აქამდე ჩემი რომ მეგონა. :)
ბავშვია, მგონი შევაშინე, მაგრამ გამოვასწორებ.. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ საშინელი დახვედრა მოვუწყვე, მიუხედავად მისი დაუღალავი მცდელობისა... მაგრამ ეს უნიკალური ენა მაინც რა იყო ჰაა???:)  მეცინება... მეც ხომ ასე ვიყავი იტალიაში? რა მოხდა მერე? :))))
გაგრძელება გუშინი იყო და უფრო მეტად დამნაშავედ ვიგრძენი თავი... 

TO BE CONTINUE... :)

Comments

  1. მიხარია კმაყოფილი რომ ხარ.... შენთვის ორმაგად სასიამოვნო იყო მეგობართან შეხვედრა - ერთი რომ ნახე სოფო და .... მეორე მართოობის და უთვისტომობის სევდაც მოგეხსნა რამდენადმე....
    ისიც მიხარია მარტო რომ აღარ ხარ და ეგ პატარა გოგო შენს გვერდითაა.... როგორღაც ვჩქარობ ... მაგრამ... უკვე მიყვარს ეგ ბავშვი.....

    ReplyDelete
  2. შემდეგ პოსტს რომ ნახავ უფრო შეგიყვარდება... :) :)

    ReplyDelete

Post a Comment