THUNDERSTORM RAIN 19.07.2017

მარეკმა (ჩვენი გიდი პოზნანში) დაწვრილებითი წერილით გუშინ გვაცნობა, რომ დღეს, 16:02 წუთზე უნდა წავსულიყავით სადგურ "ველკოპოლსკი"-ზე და პატარა ქალაქის ტური მოგვეწყო.
გათენდა კვირა დილა, 8 საათზე გამეღვიძა (უჩვეულო რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში. საქართველოში ვკვდებოდი ვერადგომის და გაღვიძების  გამო, 12 საათამდე თავს ვერ ვწევდი, თუ ვდგებოდი მთელი დღე ვწუწუნებდი, აქ კი არ ვიცი...მიხაროდეს თუ მწყინდეს ვეღარ გავიგე...).
ყავა, ჩემი აპარტამენტის მოწესრიგება და მერე საუზმე.
საუზმე რაა? ხოო... არც ისე ურიგო: ყველი ჰოლანდიური, ძეხვის და ვიჩინის გემრიელი ნაჭრეები, კიტრის და პომიდვრის სალათი, ფორთოხლისა და მანდარინის ნატურალური წვენი, ატამი (განსაკუთრებული არომატითა და გემოთი. არადა მამაჩემი მეუბნებოდა, თურმე გემო არ ჰქონია ხილს და ბოსტნეულს ევროპაში, მოგენატრება ქართულიო. ნურას უკაცრავად :)))) (თითის ქნევის სმაილი)) და ტკბილი ნამცხვარი ყავისთვის...

საუზმის შემდეგ უკვე წინა დღის გეგმას მივყვებით და გვინდა პატარა მოგზაურობაში წასვლა. მე და ირაკლიმ ადრე გადავწყვიტეთ გასვლა ტრამვაის სადგურზე. როგორც რამოდენიმე წუთში აღმოჩნა, არც ისე კარგი ყოფილა სიჩქარე (ან რატომაც არა, კარგი ყოფილა), ტრამვაის სადგურამდე მივაღწიეთ,მაგრამ  წვიმა დაიწყო და...
საშინელი წვიმა და ქარი...
ფაქტიურად შტორმი იყო ასე მეგონა და ამ დროს მომდის მესიჯი მარეკისგან (ჩვენი გიდი), გარეთ არ გახვიდეთ ქალაქის ცენტრში უზარმაზარი სამბალიანი  შტორმია, თუ რაღაც ასეთი (We have huge storm lever 3, please do not go out). სხვისი თქმა რად მინდა, ჩემი თვალით  ვუყურებ... ქარი და წვიმა ირევა ერთმანეთში. ამოტივტივდა თბილისის უახლოესი წარსულის მოვლენები.
გონებაში ქაოსია (დავსველდები ალბათ, არაუშავს... სახლში როგორ მივალ? არაუშავს ახლოს ვარ საერთო საცხოვრებელთან და ასე შემდეგ...) ამ დროს გავიხედე და ვხედავ დიდ აბრას "ZOO"...


ცოტა შემეშინდა, ცოტა დავსველდი, მაგრამ ეს ზოოპარკი რაღა იყო რააა... 15 წუთი გაგრძელდა ეს ამბავი. უცბად შეწყდა ყველაფერი... გადავწყვტეთ სახლში დაბრუნება და სახლამდე კიდევ ერთ წვიმაში მოვყევით. ბოლოს და ბოლოს მივაღწიეთ სახლამდე სირბილით... საერთო საცხოვრებლის კარი რომ გავაღეთ სხვა სტუდენტები ტაშით დაგვხვდნენ და ყვირილით... "We were heroes"... :D  უიი შვედის სიმღერა გამახსენდა:


რაც შეეხება ხალხის რეაქციას ქუჩაში, შტორმის დროს, საერთოდ აღელვება არ ეტყობოდათ და მოთმინებით ელოდნენ ტრამვაის, ან აგრძლებდნენ ფეხით, თუ ველოსიპედით სიარულს...როგორც ჩანს ჩვეული მოვლენაა...მე კი შემეშინდა და რა გითხრათ... 
შუა დღის შემდეგ კი ისევ ტბა მალტა, მაგრამ უკვე ზაჯ-კონცერტის თანხლებითა და ულამაზესი მზის ჩასვლით, კიდევ სიცივითა და უცნობის ჟაკეტით...
 

დღევანდელი დღე სხვანაირად დაგეგმილი სხვანაირი გამოვიდა, თუმცა არანაკლებ საინტერესო ვიდრე ქალაქის ტური.... :)))
უიი, ამას როგორ გამოვტოვებ, პოლონური ტრადიციული ''Fast Food-ი "ზაპიკანკა"... მე არ გამისინჯავს ჯერ-ჯერობით... ასე რომ, ბევრს ვერაფერს გეტყვით... :) თუმცა, საინტერესოდაც არ გამოიყურებოდა... :)



Comments