დრო, როდესაც ემოცია ლაპარაკობს

ემოცია გვალაპარაკებს ხშირად, კარგსაც და ცუდსაც. კარგს იმ შემთხვევაში, როდესაც კარგი ემოცია გვაქვს და გვიხარია ცხოვრება, გვიხარია გარშემო ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება. უარყოფითი ემოცია კი ცუდ განცდებს იწვევს, როდესაც სამყარო ჩვენზე განაწყენებული გგვონია ბევრი მიზეზების გამო... უფ, რა ბრძნული ფილოსოფიააა ხოო?
მაგრამ მაინც!!! 
ახლა მე შერეული ემოცია მაქვს, არც ერთია და არც მეორე, რაღაც შუალედურია...
არც ბედნიერების ემოცია მაქვს და არც გამწარებული და განაწყენებული ვარ ამ სამყაროზე...
ეს ემოცია ხშირად მქონია ცხოვრებაში... და ყოველთვის ვამობობდი, რომ შედეგი ერთი და იგივეა, ემოცია არ უნდა გაუზიარო "სხვას", ანუ, გარდა ემოციის გამომწვევი ობიექტსა (ეს უკვე დაუწერელი კანონი მგონია, ჩემი ცხოვრების თანმდევი. როგორ მინდა, რომ ეს კანონი ერთხელ მაინც დაირღვეს, და ვთქვა რომ, ეს, უბრალოდ, ჩემი შიშები იყო და არანაირ კანონზომიერებას არ შეიცავდა)... მაგრამ, მაინც ყველა ჯერზე, მსგავს "შეცდომას" ვუშვებ... მას შემდეგ რაც ვიწყებ გრძნობების გაზიარებას სხვებთან, ეს ემოცია მტოვებს. უფროსწორად გრძნობების ობიექტი მტოვებს, თანაც ისე, რომ მგონია თითქოს არაფერი შეცვლილა, არაფერი მომხდარა, ვთქვი ხმამაღლა და ბუშტიც გასკდა!!  მორჩა ყველაფერი... მინდა, ერთხელ მაინც ასე არ მოხდეს, მაგრამ ჯერ-ჯერობით ყოველთვის ასე ხდება (ჩავიხვიე ხომ? ხო, ასე ხდება და რა ვქნა!!!). მე კი ვერასოდეს ვახერხებ, რომ ეს ემოცია ჩემთვის დავიტოვო, არავის გავუზიარო...
აქ კი საკუთარ დანაშაულს მაინც ვერ ვხედავ, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ამდენ ემოციას მაძლევს, ასევე უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ემოციის გაზიარება ჩემთვის მნიშვნელოვანია და თუ ამ ემოციიის გამომჟღავნების საშუალებას არ მაძლევს, მერე უკვე მიჩნდება სურვილი, რომ სხვას გავუზიარო, ის რასაც ვგრძნობ, რაც მიხარია, და რაც მომწონს, ან არ მომწონს, ამ ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებში. It is unfair!!!!...
მერე იწყება ურთიერთობის კრიზისი, იმიტომ რომ თუ ვერ ვახერხებ გაზიარებას, ეს ნიშნავს, რომ მაკლია რაღაც და შინაგანი პროტესტი მეწყება...  ამ პროტესტს მუდმივად ემატება მცირე ნაწილაკები და გამყარებები, ჩემს გონებაში ჩამოყალიბებული უსაფუძვლო აზრების, რომელიც ჯერ უსაფუძვლო ჩანდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა საფუძვლიანი ხდება...
მაქსიმალისტი ვარ და ეს პრობლემაა? ბევრს ვითხოვ ადამიანებისგან და ეს იწვევს "over doze-ს"? ან კიდევ სხვა პრობლემაა და მე არ ვიცი? 
შეიძლება ეს ყველაფერი მართალია, მაგრამ ხომ შეიძლება ამ ყველაფრის ახსნა და თქმა ხმამაღლა, რომ იცი რაა?? რასაც შენ ითხოვ ჩემგან, ეს წარმოუდგენელია ჩემთვის.  და... ჩემთვის მისაღებია უფრო "ეს", "ესა" და "ეს".
ნუთუ ასე რთულია, თქვა ის რაც გინდა?
თქმა უფრო მტკივნეულია და ვუფრთხილდებით ერთმანეთს? 
არა, არ მგონია. მგონი პირიქითაა... რომ არ ვუფრთხილდებით ამიტომაც ხდება.
აქამდე ურთიერთობის პრობლემას მუდმივად კომუნიკაციის ნაკლებობას ვაბრალებდი და  ხშირად ჩემი მხრიდან იყო ეს გამოწვეული. ახლა უფრო მეტად ვხვდები, რომ ეს მართლა პრობლემაა და რაც კომუნიკაციის ნაკლებობამ შეიძლება მოიტანოს, ეს არაა დადებითი შედეგები... მაგრამ ასევე ვხვდები, რომ მზად ვარ ვიყო გახსნილი, ოღონდ (ოღონდაცა რაააა!! :)))))
მინდა ვიპოვო ადამიანი, ვინც მიხვდება რა მინდა, გაიგებს რა არის ბედნიერება ჩემთვის და მისთვის, გაიზიარებს ჩემს შეხედულებებს და ვალდებულება არ იქნება მისთვის ჩემი  მოსმენა, და ასევე ჩემთვის მისი მოსმენა. უბრალოდ მოუნდება, არ დაიმალება, მომისმენს  და at least მიპასუხებს... მიზეზებს კი არ მოძებნის რომ არ დაიწყოს საუბარი, არამედ საშუალებებს რომ წამოიყწოს ისინი და სხვადასხვა მხარეს გაშალოს.
თუ ამ "დიდი იდეალის" რეალიზება შესაძლებელია,  მგონია "სოფელიც აშენდება".
P.S.
ეს პოსტი ეძღვნება "?"-ს, იმისთვის რომ არ მისმენს, და ასევე არ მაძლევს საშუალებას, მოვუსმინო...
პატივისცემით თქვენი, ან უბრალოდ  ნ. ბ. :)

Comments