პირველი დღე უნი-ში

პირველი შეხვედრა, ახალი ჯგუფი, ახალი 15 სტუდენტი და ახალი  მასწავლებელი აგნეშკა....
მრავალფეროვნება არ აკლია ჩემს ჯგუფს:
 იტალიელი - რობერტო,
აზერბაიჯანელი ლალა და მეორის სახელი არ მახსოვს,
სომეხი - პიოტრი,
სამხრეთ აფრიკელი - მარტინი,
ესპანელი - ჟერარდი,
უნგრელი - დორიანი,
ბულგარელი - მონიკა და თეოდორა,
სომეხი ერთი არ მახსოვს და მეორე ნუნე,
და ერთი გერმანელი - ჩემს გვერდზე მჯდომი არ მახსოვს სახელი....

 8:30 ზე დაიწყო ლექცია. საინტერესო იყო, მაგრამ 3 საათი დიდი დროა... ამიტომ შემდეგი ლქციისთვის მომზადებული უნდა წავიდე. ყავას და წყალს ვგულისხმობ ლექციის მომზადებას კი არა.... ააა ხოო, თუმცა რატომაც არა, ისიც. :))))

შემდეგ ბიბლიოთეკის მონახულება გადავწყვიტე, რადგან აუღებელი ციხე-სიმაგრეა და რაღაც სპეციალური საშვი მჭირდება. ამ საშვის დამზადებას კი დეკანატიდან ცნობა. არ გინდა გაარკვიო სადააა დეკანატი, რომელ კორპუსში? ან სადაა შენი კათედრა?

ისტორია მეორდება გაზრდილი მასშტაბებით.
ჩემი თავი მახსენდება, როდესაც პირველ კურსზე ვიყავი და გეპეის 9 სართულიან შენობაში შევედი და ერთი კვირა იმასაც კი ვერ ვიგებდი სად ტარდებოდა ლექციები და სად იყო ჩემი ჯგუფი... თუმცა ახლა, სახალისოა ეს ყველაფერი. რასაც ვერ ვიტყვი 2003 წელზე, როცა ყველაფერი ძალიან რთულად მეჩვენებოდა და შიშით ვერც კი ვამბობდი, თუ რაიმე არ გამომდიოდა. შეკითხვასაც კი არ ვსვავდი, ვინმეს რომ არ გაეგო ჩემი დაბნეულობა....

არა, ბიბლიოთეკაში ვერ შევედი, იმიტომ რომ დეკანატი ვერ ვიპოვე და ბიბლიოთეკის ბარათიც სესაბამისად  ვერ გავაკე დღეს, მაგრამ არც საჩქარო არაა, მოვახერხებ რამეს...

ხოო, ამ ყველაფრის შემდეგ წავედი ფიტნეს კლუბში JATOMI (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიტნეს კლუბი პოლონეთში), ჩავეწერე და ერთ წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე. აქტიური ცხოვრების დასაწყისს ჩავუყარე საფუძველი დღეს, არა მარტო გონებრივი, არამედ ფიზიკურიც.

ხო, ახლა მინდა რომ ცოტა გამოვიძინო, მაგრამ გარეთ მზეანათებს ნეტა გამომივა? დროებით...

P.S.

არ დამვიწყებია, რომ სამ ქვეყანაზე მაქვს მოსაყოლი და თანაც, საინტერესო ისტორიები....

Comments